Home » ახალი ამბები » პირველად, საქართველოში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია ჩამოვიდა
პირველად, საქართველოში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია ჩამოვიდა

პირველად, საქართველოში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია ჩამოვიდა

14-16 მაისს, საქართველოში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა შეხვედრა იმართება.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა ოფიციალური დელეგაცია უკვე ჩამოვიდა თბილისში. ეს მათი პირველი ვიზიტია საქართველოში.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ეს ვიზიტი მსოფლიო ბანკის მხრიდან ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ვიზიტის მიზანია, საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული, ასევე სამომავლო პროექტებისა და ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე რეფორმების გაცნობა.

ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები შეხვდებიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს, ფინანსთა მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებს, დედაქალაქის მერს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი მტკიცე მხარდამჭერია. მსოფლიო ბანკთან 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, საქართველოში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში,დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

Share