Home » ფინანსები » პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ II კვარტალში 389.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ II კვარტალში 389.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ II კვარტალში 389.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის II კვარტალში 389.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 9.4%-ით აღემატება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საწარმოებიდან მიღებული განახლებული მონაცემების საფუძველზე, საქსტატმა დააზუსტა 2017 წლის (რომლის შედეგადაც გამოქვეყნებული მაჩვენებელი გაიზარდა 0.3%-ით) და 2018 წლის I კვარტალის (მაჩვენებელი შემცირდა 0.1 %-ით) მონაცემები.

2018 წლის II კვარტალში რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.9% შეადგინა.

Share