Home » საზოგადოება » “პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პანაცეა არ არის, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ინვესტიციები”
"პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პანაცეა არ არის, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ინვესტიციები"

“პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პანაცეა არ არის, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ინვესტიციები”

“პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პანაცეა არ არის, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ინვესტიციები”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

“2017 წელი პირველი წელია, როდესაც ჩვენი მთლიანი გარღვევა მიმდინარე ანგარიშში დავაფინანსეთ პირდაპირი ინვესტიციების საშუალებით. ეს არის ვალუტის მნიშვნელოვანი წყარო, რომ ამ ვალუტით დავაფინანსოთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენ ვხედავთ, რომ ფულს აღარ ვსესხულობთ.

კი გვჭირდება ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მაგრამ ამ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აქვს ნეგატიური მხარე. უცხოეთიდან ადამიანი შემოდის და დებს ფულს, მაგრამ ამ ფულს დებს თავისთვის, რაც მერე დივიდენდის სახით უნდა გაიტანოს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პანაცეა არ არის, ჩვენ გვჭირდება ჩვენი დანაზოგებიდან გაკეთებული ინვესტიციები, ამიტომაც არის ერთ-ერთი კარგი საქმე საპენსიო რეფორმა, რაც დანაზოგებს მოიზიდავს და ჩადებს ეკონომიკაში”, – აცხადებს ქობულია.

Share