Home » საზოგადოება » პირაქეთა ხევსურეთში, არხოტში, არდოტში, გუდამაყარში, ფშავსა და უკანა ფშავში, ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება
პირაქეთა ხევსურეთში, არხოტში, არდოტში, გუდამაყარში, ფშავსა და უკანა ფშავში, ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება

პირაქეთა ხევსურეთში, არხოტში, არდოტში, გუდამაყარში, ფშავსა და უკანა ფშავში, ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება

ფშავში, უკანა ფშავში, პირაქეთა ხევსურეთში, არხოტში, არდოტსა და გუდამაყრის ხეობებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხის ნაწილი  სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაიფარება ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის (ბარისახოს თემი), არხოტის ხეობები, მეორე ეტაპზე კი − პირიქითა ხევსურეთისა და არდოტის, უკანა ფშავისა და გუდამაყრის ხეობები.

კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, ფართოზოლოვანი ინტერნეტით დაიფარება 76 სოფელი, 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის, 4 საშუალო სკოლა.

Share