Home » მსოფლიო » პენტაგონი თურქეთს აფრთხილებს
პენტაგონი თურქეთს აფრთხილებს

პენტაგონი თურქეთს აფრთხილებს

პენტაგონი თურქეთს აფრთხილებს

ვაშინგტონთან სამხედრო ურთიერთობების კუთხით თურქეთი სერიოზული შედეგების წინაშე დადგება, თუ რუსულ საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400-ს მიიღებს. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩარლზ სამერსმა განაცხადა.

„თუ თურქეთი С-400-ს მიიღებს, ეს სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ჩვენ ორმხრივ სამხედრო ურთიერთობებში“, – განაცხადა ჩარლზ სამერსმა.

აშშ-ს თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ С-400-ის შესყიდვა გავლენას მოახდენს თურქეთისთვის ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის Patriot-ის და ბომბდამშენის F-35-ის მიყიდვაზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთში რუსეთის საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის განთავსება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.

Share