Home » მსოფლიო » პაშინიანმა რუსი სამხედროები ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ პროვაკაციულ ქმედებაში დაადანაშაულა
პაშინიანმა რუსი სამხედროები ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ პროვაკაციულ ქმედებაში დაადანაშაულა

პაშინიანმა რუსი სამხედროები ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ პროვაკაციულ ქმედებაში დაადანაშაულა

სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ პაშინიანმა რუსი სამხედროები ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ პროვაკაციულ ქმედებაში დაადანაშაულა.

პაშინიანის თქმით, შირაქის პროვინციაში გამართული სროლების გამო, რუსი სამხედროები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ.

“ვთვლი რომ ეს არის რუსულ-სომხური ურთიერთობების გაფუჭებისკენ გადადგმული პროვოკაციული ქმედება. ეს ასევე სომხეთი სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა”, – განაცხადა პაშინიანმა.

მისივე თქმით, სიტუაციის გასარკვევად აუცილებელია გათვალისწინებული იქნას საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებები და ასევე სომხეთის კანონმდებლობაც.

“არსებობს შესაბამისი მასალები, რაზეც პოლიციას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა. იმედი მაქვს პროცესი იქნება შედეგის მომცემი”, – ამბობს პაშინიანი.

Ruposters-ის ინფორმაციით, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზამ შირაქის რეგიონში საწვრთნელი მომზადება გაიარა. წვრთნები ჩატარდა ადგილობრივი ადმინისტრაციის გაფრთხილების და ნებართვის გარეშე. წვრთნის პროცესში მიმდინარე სროლებმა კი ადგილობრივი მოსახლეობა შეაშინა და რეგიონი პანიკამ მოიცვა.

აღსანიშნავია, რომ რუსულმა მხარემ ამ ინციდენტთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა.

ბაჩო ჯინჭარაძე

ruposters.ru

Share