Home » ფინანსები » პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულება „ევროპულ საქართველოს“, ყველაზე ნაკლები კი – „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს მიღებული
პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულება „ევროპულ საქართველოს“, ყველაზე ნაკლები კი - „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს მიღებული

პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულება „ევროპულ საქართველოს“, ყველაზე ნაკლები კი – „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს მიღებული

მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულება – 274 224 ლარი, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო, ხოლო ყველაზე ნაკლები – 225 ლარი – „საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ“.

უფრო დეტალურად, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში, „სამოქალაქო პლატფორმა – ახალმა საქართველომ“ შემოწირულების სახით 119 997 ლარი მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ – 93 025 ლარი, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 69 173 ლარი, ხოლო „გირჩმა“ – 35 289 ლარი.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, გასული 7 თვის განმავლობაში შემოწირულების სახით „ქრისტიან – კონსერვატიულმა პარტიამ“ -18 000 ლარი მიიღო, მოძრაობამ „თავისუფალი საქართველოსთვის“ – 11 613 ლარი, „ახალმა მემარჯვენეებმა“ – 4 400 ლარი, „ეროვნულმა ფორუმმა“ – 3 180 ლარი, „ახალმა ქრიატიან დემოკრატებმა“ – 2 000 ლარი, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ – 800 ლარი, „საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ“ – 774 ლარი, „პროგრესულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 482 ლარი, ხოლო „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ – 404 ლარი.

ჯამურად, აღნიშნულ პერიოდში, ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულება 633 585 ლარს შეადგენს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Share