Home » ბლოგი » პარლამენტში „გაჭედილი“ კანონპროექტები – ლობირება თუ კორუფციული გარიგებები უმოქმედობის სანაცვალოდ
პარლამენტში „გაჭედილი“ კანონპროექტები - ლობირება თუ კორუფციული გარიგებები უმოქმედობის სანაცვალოდ

პარლამენტში „გაჭედილი“ კანონპროექტები – ლობირება თუ კორუფციული გარიგებები უმოქმედობის სანაცვალოდ

პარლამენტში „გაჭედილი“ კანონპროექტები – ლობირება თუ კორუფციული გარიგებები უმოქმედობის სანაცვალოდ

სხვადასხვა ბიზნესსექტორის წამომადგენლების და ამ ბიზნესექტორთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანების მხრიდან მუდამ მიმდინარეობს აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ამა თუ იმ კონკრეტულ ბიზნესსექტორში მოქმედი კანონმდებლობა გაუმართავია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა მაშინ, როდესაც ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტერესთა თანხვედრა ურთიერთსაპირისპიროა. ერთის მხრივ, მომჩივან მხარედ შეიძლება მოგვევლინოს რომელიმე კონკრეტული ბიზნესის, მაგალითად მცირე, საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი, მეორეს მხრივ კი უბრალო მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს კონკრეტული ბიზნესის სერვისით.

მართალია, საქართველოს განვითარების კუთხით ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა აქვს არჩეული და მყარად დგას ამ კურსზე მრავალი წლის განმავლობაში, თუმცა პრეტენზიები მაინც არსებობს კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რასაც თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები გააჩნია.

ანტიდემპინგური კანონმდებლობა

ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რომელზედაც საუბრები ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს, დემპინგია. დემპინგის დროს ადგილი აქვს საქონლის გაყიდვას საბაზრო ფასებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი ფასით, რომელიც ზოგჯერ თვითღირებულებაზე დაბალი შეიძლება იყოს. მრავალ დასავლურ ქვეყანაში მოქმედებს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რომელიც იცავს ადგილობრივი, ეროვნული მწარმოებლების მოგებას და ხშირად ეწინააღმდეგება ისეთი საქონლის სხვა ქვეყნებიდან შემოტანას, რომელსაც არასაკმარისი კონკურენტუნარიანობის გამო დაბალი ფასი აქვთ.

საქართველოს არ გააჩნია ანტიდემპინგური კანონმდებლობა. ამ კანონის მიღებას უკვე დიდი ხანია ითხოვენ. მთავრობაც ხშირად აპელირებს, რომ მუშაობს ამ კანონზე, თუმცა რეალურად ამ მიმართულებით სასიკეთო ძვრები არ ყოფილა. ანტიდემპინგური კანონმდებლობის არ არსებობის ფონზე, ხშირად გაისმის კონკრეტული კომპანიებისა თუ ბიზნესსექტორის მხირდან ის, რომ ისინი ზარალდებიან კონკრეტულ ბაზარზე არსებული სხვა, უფრო მსხვილი და გავლენიანი მოთამაშეებისგან. ზარალი იქამდეც მიდის, რომ კომპანიები კოტრდებიან, წყვეტენ ბაზარზე ოპერირებას. შედეგად, უქმდება სამუშაო ადგილებიც.

თუმცა, სჭირდება რეალურად საქართველოს ანტიდემპინგური კანონმდებლობა? გვააქვს ადგილობრივი წარმოება ისე გამართული, რომ მხოლოდ დემპინგი უქმნის მას პრობლემას? ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დემპინგის აკრძალვის დროს მომხმარებლები ზარალდებიან იმ კუთხით, რომ ადრე არსებული დაბალი ფასის ნაცვლად, იმავე პროდუქციის შედარებით მაღალ ფასად უწევთ ყიდვას. ამ დროს მოსახლეობას მხოლოდ ადგილობრივი და შედარებით ძვირიანი პროდუქციის ყიდვის ალტერნატივა აქვს, რაც მათი მსყიდველუნარიანობის შემცირებას იწვევს. რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ამაზე პარლამენტში, შესაბამისმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.

აზარტული თამაშების კანონმდებლობა

კანონპროექტზე, რომელზედაც შეიძლება, რომ პარლამენტში ყველაზე მეტად „გაჭედილი“ ვუწოდოთ, არის აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტი. ამ კუთხით ოპონენტები ითხოვენ, როგორც საგადასახადო პოლიტიკის შეცვლას აზარტული თამაშების დაბეგვრასთან დაკავშირებით, ასევე მის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ყველაზე აქტიაური პარლამენტარი, რომელიც ამ მიმართულებით ინიციატივებს აჟღერებს, ლევან გოგიჩაიშვილია.

სამწუხაროდ, ეს ინიციატივები დღემდე ინიციატივებად რჩება. არადა, აზარტული თამაშები ამჟამად ყველაზე მომგებიანი ბიზნესია საქართველოში და ამ სექტორის შემოსავალმა კომერციული ბანკების შემოსავალსაც კი აჯობა – 2016 წელს ბანკების შემოსავალი 2 მილიარდ ლარს შეადგენდა, როდესაც აზარტული თამაშების სფეროს შემოსავალმა 4 მილიარდს გადააჭარბა.

კანონი მიწის შესახებ

კიდევ ერთი და კანონპროექტი, რომელის მოქმედებაზეც აგერ უკვე ერთ წელზე მეტია მორატორიუმია გამოცხადებული, არის სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვა. ამ მიმართულებითაც საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი, ერთი მხარეე მიიჩნევს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე მიყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვით საკუთრების უფლებას ვზღუდავთ, ხოლო მეორე მხარე კატეგორიული წინააღმდეგია სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე მიყიდვისა.

საქართველოს პარლამენტმა ამ მიმართულებით სრულყოფილი, სახელმწიფო ინტერესებსა და საინვესტიციო გარემოზე მორგებული დოკუმენტი დღემდე ვერ შეიმუშავა, რადგან, როგორც ჩანს იქაც ორადაა გაყოფილი ამ საკითხთან მიმართებით აზრი.

შრომის უსაფრთხოების კანონი

კიდევ ერთი კანონი, რომელიც საკმაოდ აქტუალურია, ბოლო პერიოდში სამწუხარო მოვლენების განვითარების პარალელურად ხშირშემთხვევაშია განხილვის საგანი, არის შრომის უსაფრთხოების დაცვა ქვეყანაში. ამ ფლანგზე ბიზნესის, სახელმწიფოსა და დასაქმებულების ინტერესებიდ მუდმივი ურთიერთთანაკვეთაა. რა თქმა უნდა, ბიზნესს სურს გამარტივებული შრომის უსაფრთხოების და ზოგადად გამარტივებული საინვესტიციო კანონმდებლობის არსებობსა, თუმცა დასაქმებულსაც სურს გარანტიები სახელმწიფოს მხრიდან, როცა ის მომეტებული რისკის ქვეშ არსებულ საწარმოსა თუ ობიექტში მუშაობას თამხმდება. ბოლო პერიოდში გახშირებულმა ტრაგიკულმა შემთხვევებმა, იგივე ტყიბულის შახტაში მომხდარმა სამწუხარო მოვლენებმა, მანამდე მშენებლობებზე, სახელმწიფო აიძულა ცვლილებები შეეტანა შრომის უსაფრთხოების კუთხით კანონში, თუმცა რამდენად ხდება ბიზნესის მხრიდან ამ ნორმების დაცვა, სახელმწიფოს მხრიდან მათი მონიტორინგი, იგივე დასაქმებულის მხრიდან რიგი გარემოებების და უსაფრთხოების ნორმების იგნორირება, ეს უკვე განხილვის საკითხია.

ასე რომ, ეს ის მცირე ჩამონათვალია იმ კანონპროექტებისა თუ უკვე არსებული კანონების, რომელზედაც მუდმივად მიმდინარეობს საუბარი საზოგადოებაში. დგას თუ არა დიდი ლობი ამ ყველაფრის უკან, რომელსაც სახელმწიფოც კი ვერ ან არ ერევა, ერთი შეხედვით დგას, რადგან ეს საკითხები დროში გაწელილი და პარლამენტში კანონპროექტების სახითაა „გაჭედილი“.

ბაჩო ჯინჭარაძე

Share