Home » საზოგადოება » პარლამენტარები, რომლებსაც მარიხუანა გასინჯული აქვთ
პარლამენტარები, რომლებსაც მარიხუანა გასინჯული აქვთ

პარლამენტარები, რომლებსაც მარიხუანა გასინჯული აქვთ

ბოლო პერიოდში, მუდმივად  მიმდინარეობს მსჯელობა მსუბუქი ნარკოტიკების (მარიხუანა, კლუბური ნარკოტიკები…) ლეგალიზებასთან დაკავშირებით. საზოგადოება ორ ნაწილადაა გაყოფილი – ერთი მხარე თვლის, რომ აუცილებელია მოხდეს მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზება და მათი მოხმარებლების წინააღმდეგ უნდა შეწყდეს სადამსჯელო ღონისძიებების გატარება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ დაუშვებელია ნარკოტიკების ლეგალიზება, მათ შორის მსუბუქი ნარკოტიკებისაც, ვინაიდან ლეგალიზების შემთხვევაში ქვეყანაში გაიზრდება ნარკომომხმარებელთა რაოდენობა და სოციალური ფონი კიდევ უფრო მეტად დამძიმდება.

პარლამენტი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დღემდე მუშაობს. საინტერესოა, თუ ვის აქვს პარლამენტართაგან გასინჯული მსუბუქი ნარკოტიკი – მარიხუანა. გთავაზობთ იმ პარლამენტარების ვინაობას, ვინც კითხვაზე – აქვს თუ არა მარიხუანა გასინჯული, თავი არ აარიდა და პასუხი გასცა.

პარლამენტარები, რომლებსაც მარიხუანა გასინჯული აქვთ:

ემზარ კვიციანი: ერთხელ გავსინჯე.

რომან გოცირიძე: მუშთაიდის ბაღში, არავითარი ეფექტი არ ჰქონია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იქნებოდა პირველი და უკანასკნელი.

კაკი ზოიძე: კი, რა თქმა უნდა.

გიორგი ვოლსკი: ბავშვობაში მომიხმარია მარიხუანა, არასრულწლოვანშიც და შემდგომ სრულწლოვან ასაკშიც.

ზაზა ხუციშვილი: კონცერტის წინ მეც გავსინჯე. კიდევ კარგი, რომ ეს კონცერტი გადავიღეთ ვიდეოზე, იმიტომ რომ სცენაზე მეგონა, რომ ჩემნაირი მუსიკოსი მსოფლიოში არ არსებობს.

ნუკრი ქანთარია: გასინჯული მაქვს. ეს მოხდა 1976 წელს მოსკოვში, აზერბაიჯანელებმა მიწილადეს, მერე ისე მოხდა, რომ ნომრის მიგნება გამიჭრდა.

ზვიად ძიძიგური: გამისინჯავს და ვიცი რა იდიოტობაც არის. 1992-93 წლებში ყველა გამოთაყვანებული დადიოდა, რადგან ყველას ჰქონდა მარიხუანა დარგული, ეწეოდნენ და ყოველდღიურად მოიხმარდნენ.

ლევან გოგიჩაიშვილი:  არ მომიხმარია ძალიან დიდი ხანია. ვარ ლიბერალური მიდგომის მომხრე.

ოთარ კახიძე: დიახ, მომიწევია.

ზაზა გაბუნია: დელიკატური და რთული შეკითხვაა, ვერ ვიხსენებ.

მამუკა მდინარაძე: 2010 წელს მოვწიე მარიხუანა. მთლად კარგი იყო მეთქი ვერ გეტყვით.

გიგა ბოკერია: კი მომიხმარია.

ირაკლი სესიაშვილი: არც მახსოვს, ბოლოს როდის მოხდა ეგ.

დავით ბაქრაძე:  დიახ, სტუდენტობის დროს გამისინჯავს, მაგრამ მომწონებელი და მოყვარული არ ვყოფილვარ არასდროს.

გიგი წერეთელი: დაახლოებით 27 წელია არ მომიწევია თამბაქო.

პაატა მხეიძე: არ დაგიმალავთ, სპორტული ინტერესის გამო გამისინჯავს.

სერგი კაპანაძე: კი, ახალგაზრდობაში მომიწევია.

ირაკლი აბესაძე: ძალიან ცოტაჯერ.

სერგი რატიანი: ბევრჯერ არა, თუმცა კი.

ელენე ხოშტარია: გულწრფელად რომ გითხრათ მე ღვინის მომხმარებელი უფრო ვარ ვიდრე მარიხუანასი, თუმცა კი, მომიწევია.

პარლამენტარები, რომლებსაც მარიხუანა გასინჯული არ აქვთ

ირმა ინაშვილი:  არა.

დიმიტრი ხუნდაძე: არასოდეს და არც ვაპირებ გავსინჯო.

ირაკლი შიოლაშვილი: არასდროს.

გუგული მაღრაძე:  არა.

სულხან მახათაძე: არასოდეს და ახალგაზრდებსაც მოვუწოდებ არ ჰქონდეთ მისკენ მიდრეკილება.

ისკო დასენი: ნამდვილად არა.

დავით ჭიჭინაძე: არასდროს არ მომიწევია. რახან ყველა ეწევა და მოსწონთ, მეც რომ მომეწია, ალბათ, მომეწონებოდა.

ადა მარშანია: არასოდეს გამისინჯავს მარიხუანა.

სოფიო კილაძე: არა, არ მომიხმარია.

ნატო ჩხეიძე: არასოდეს მომიხმარია მარიხუანა.

მარიამ ჯაში: არა.

არჩილ თალაკვაძე: არასოდეს გამისინჯავს. მართალი გითხრათ, ალკოჰოლთან და მარიხუანასთან მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება. სპორტული ცხოვრების წესით ვცხოვრობ და სწორედ ამიტომ არ გადამიწყვეტია, რომ მომეხმარა მარიხუანა.

კობა ნარჩემაშვილი: არა, სიგარეტიც კი არ მომიწევია.

ზაქარია ქუცნაშვილი: მარიხუანას კი არა, ჩვენს გვარში თამბაქოს არ ეწევა არავინ.

აკაკი ბობოხიძე: მირჩევნია არ ვიცოდე, ვიდრე მერე რაიმეზე უარი ვთქვა.

მასალა მომზადებულია რუსთავი2-ის სიუჟეტის მიხედვით

Share