Home » ბიზნესი » პარკებში გარევაჭრობისთვის ჯიხურები დაიდგმება
პარკებში გარევაჭრობისთვის ჯიხურები დაიდგმება

პარკებში გარევაჭრობისთვის ჯიხურები დაიდგმება

პარკებში გარევაჭრობისთვის ჯიხურები დაიდგმება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერმა პარკების ადმინისტრაციას და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს აღნიშნული საკითხის მოგვარება დაავალა.

„პარკებში გარევაჭრობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს არიან ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს სოციალურად. ამ ადამიანების მიმართ ჩვენი თანადგომა არის მნიშვნელოვანი. მინდა დავავალო ჩვენი პარკების ადმინისტრაციას, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს, რომ ყველაფერი გააკეთონ და ამ ადამიანებს მიეცეთ ნორმალურად ვაჭრობის შესაძლებლობა. პარკებში უნდა გამოიყოს კონკრეტული ადგილები, რომლებიც იქნება კეთილმოწყობილი იმისთვის, რომ ქაოტურად არ მოხდეს გარევაჭრობა, საუბარია არამალფუჭებად საქონელზე. დავდგათ ლამაზი ჯიხურები ამ პრობლემის მოგვარებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

Share