Home » მსოფლიო » პარიზში ელექტრო ველოსიპედის შესაძენად მოქალაქე €500-ს სუბსიდიას მიიღებს
პარიზში ელექტრო ველოსიპედის შესაძენად მოქალაქე €500-ს სუბსიდიას მიიღებს

პარიზში ელექტრო ველოსიპედის შესაძენად მოქალაქე €500-ს სუბსიდიას მიიღებს

2020 წლის თებერვლიდან პარიზის ხელისუფლება დედაქალაქის მცხოვრებლებს ელექტრონული ველოსიპედის შეძენისთვის 500 ევროთი დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ტრანსპორტის მინისტრის ვალერი პეკრესის თქმით, მთავრობას წარედგინა ინიციატივა, რომელიც მოქალაქეებისთვის ელექტრონული ველოსიპედის შესაძენად 500 ევროს მისცემს. როგორც DW წერს, კარგი ელექტრო ველოსიპედები საშუალოდ 2000 ევრომდე ღირს.

ეს შეთავაზება ძალაში თებერვლიდან შევა. სექტემბრიდან კი ამოქმედდა სატესტო პროგრამა Veligo, რომელიც მოქალაქეებს ელექტროველოსიპედების გრძელავადიანი პერიოდით დაქირავების შესაძლებლობას აძლევს. ამ სერვისის ღირებულება თვეში 40 ევრომდეა, რომლის ნახევარიც შესაძლებელია, რომ დამქირავებელმა დაუფაროს დასაქმებულს. პროგრამის ფარგლებში გასაქირავებლად პარიზში ჯამში 20 ათასი გასაქირავებელი ელექტრონული ველოსიპედის შემოყვანა იგეგმება. ამ მხრივ Veligo მსოფლიოში ელ.ველოსიპედების გაქირავების ყველაზე მასშტაბური პროგრამა იქნება.

“იმედინიუსი”

Share