Home » საზოგადოება » პაატა სალია თანახმაა, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნიკა გვარამია შეცვალოს
პაატა სალია თანახმაა, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნიკა გვარამია შეცვალოს

პაატა სალია თანახმაა, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნიკა გვარამია შეცვალოს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, რომ ის მზად არის „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავოს.

თუმცა, როგორც სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნი პირის კანდიდატურას, მის დანიშვნას, გათავისუფლებას, წესდების შესაბამისად, პარტნიორთა კრება წყვეტს.

კითხვაზე, თანახმაა თუ არა სალია დაიკავოს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა, სალიამ უპასუხა:

„იმ ფარგლებში, რა ფარგლებიც განმისაზღვრა ბატონმა ხალვაშმა, მე თანახმა ვარ“, – განაცხადა სალიამ.

Share