Home » საზოგადოება » პაატა სალია – „რუსთავი 2“-ში ძალიან ცუდი ფინანსური მდგომარეობაა
პაატა სალია - „რუსთავი 2“-ში ძალიან ცუდი ფინანსური მდგომარეობაა

პაატა სალია – „რუსთავი 2“-ში ძალიან ცუდი ფინანსური მდგომარეობაა

იმ მოლოდინს ძალიან გადააჭარბა სიტუაციამ, რაც არის დღეს არხზე… ვგულისხმობ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, ძალიან ცუდი მდგომარეობაა, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის კუთხით არსებული პრობლემები ახალი არ არის, თუმცა შექმნილმა მდგომარეობამ მოლოდინს მეტად გადააჭარბა.

„ის, რომ ფინანსური პრობლემები არსებობს, ეს არ არის ახალი, როგორც ვხვდები, თუმცა ის მოლოდინი, რაც ჩვენ გვქონდა, იმ მოლოდინს ძალიან გადააჭარბა იმ სიტუაციამ, რაც არის დღეს არხზე. ამ მიმართულებით, ანუ ვგულისხმობ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, არის ძალიან ცუდი მდგომარეობა და ჩვენ ვმუშაობთ, ახლა ვფიქრობთ იმ გზებზე, ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ის, რაც დაგვხვდა, არის ძალიან ცუდი“ , – განაცხადა პაატა სალიამ.

Share