Home » საზოგადოება » პაატა სალია – “რუსთავი 2”-დან გაბუნიას, მელაძის, კვესიტაძის, ლაფერაშვილის და ჟორჟოლიანის გაშვებას ვაპირებთ
პაატა სალია - "რუსთავი 2"-დან გაბუნიას, მელაძის, კვესიტაძის, ლაფერაშვილის და ჟორჟოლიანის გაშვებას ვაპირებთ

პაატა სალია – “რუსთავი 2”-დან გაბუნიას, მელაძის, კვესიტაძის, ლაფერაშვილის და ჟორჟოლიანის გაშვებას ვაპირებთ

 “რუსთავი 2”-დან გიორგი გაბუნიას, ნოდარ მელაძის, ეკა კვესიტაძის, გიორგი  ლაფერაშვილის და ნანუკა ჟორჟოლიანის გაშვებას ვაპირებთ – ამის თაობაზე “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე დღეს, 20 აგვისტოს განაცხადა.

 მიზეზად სალიამ დაასახელა ზოგიერთი მათგანის მიერ ნიკა გვარამიასთან ერთად ახალი ტელეკომპანიის “მთავარი არხის” დაფუძნებაში მონაწილეობა და ინტერესთა კონფლიქტი. ეს საკითხი მატი ნაწილის შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყდება. ერთ-ერთ ფაქტორად სალიამ, ცალკეული პირების მიერ “ინტერმედია”-დან დივიდენდის მიღება და გაურკვეველი პრინციპით დარიგებაც დაასახელა.

Share