Home » ახალი ამბები » პაატა სალია – ფინანსური მდგომარეობის შესწავლა დავიწყეთ, გარკვეული პრობლემები არის
პაატა სალია - ფინანსური მდგომარეობის შესწავლა დავიწყეთ, გარკვეული პრობლემები არის

პაატა სალია – ფინანსური მდგომარეობის შესწავლა დავიწყეთ, გარკვეული პრობლემები არის

ფინანსური მდგომარეობის შესწავლა დავიწყეთ, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, თუმცა როგორც ვხედავთ, ყველა მედიასაშუალებას საქართველოში გარკევული ფინანსური პრობლემები აქვს. ჩვენი ამოცანაა, ვიმუშავოთ სწორი გზების მოსაძებნად, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ტელეკომპანიის თანამშრომლების ნაწილს უკვე შეხვდა, თუმცა გაფართოებული შეხვედრა დღეს საღამოს გაიმართება.

„დღეს დილიდან შევხვდი HR-ის ხელმძღვანელს, შევხვდი ფინანსური სამსახურის უფროსს, შიდა აუდიტის უფროსს. შევხვდი სხვადასხვა ადამიანს. ჟურნალისტებთან შეხვედრა გვექნება ამ საღამოს. ეს იქნება გაფართოებული შეხვედრა. ჯერჯერობით ვისაც შევხვდი, ყველას დამოკიდებულება არის, რომ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ. შევხვდი იურისტებს, თამთა მურადაშვილს და დიტო საძაგლიშვილს. მათ ცალსახად დააფიქსირეს, რომ იმოქმედებენ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.

ფინანსური მდგომარეობის შესწავლა დავიწყეთ, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, თუმცა როგორც ვხედავთ, ყველა მედიასაშუალებას საქართველოში გარკევული ფინანსური პრობლემები აქვს. ჩვენი ამოცანაა, ვიმუშავოთ სწორი გზების მოსაძებნად. ამის თაობაზე საუბარი არ არის. გარკვეული პრობლემები არის. საუბარი იყო, რომ ეს ყადაღით იყო გამოწვეული, თუმცა საზოგადოებას იმასაც გავახსენებ, რომ მიმდინარე ხარჯებთან დაკავშირებით, სესხებზე, მოკლევადიან სესხებზე, მაშინაც უზრუნველყოფას ვაცხადებდით, რომ მოგვეხსნა ყადაღა. ეს დიალოგი ვერ შედგა და უარი თქვეს. რაც შეეხება, რას აპირებს ქიბარ ხალვაში, ამაზე პასუხი მექნება მაშინ, როცა სრული სურათი გვექნება. ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რა საჭიროებებიციქნება“, – აღნიშნა სალიამ.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, დააბრუნებს თუ არა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ეთერში ორი თვის შემდეგ.

,,გაბუნია დღეს აქ შემხვდა. მე მომხრე, მოწინააღმდეგე არაფრის არ ვარ. ვთქვი და ვაფიქსირებ პოზიციას, რომ ყველა რჩება თავის ადგილას. ეს პოზიცია იყო ქიბარის და ეხებოდა ყველას, ნიკა გვარამიას გარდა“, – განაცხადა პაატა სალიამ.

Share