Home » ახალი ამბები » პაატა სალია – დოკუმენტი, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილი მიუთითებს, ყალბია
პაატა სალია - დოკუმენტი, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილი მიუთითებს, ყალბია

პაატა სალია – დოკუმენტი, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილი მიუთითებს, ყალბია

„რუსთავი 2“-ს ახალი გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, დოკუმენტი, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილი საუბრობს ყალბია.

როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, დავა უკვე სასამართლო წარმოებაშია.

„ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ სასამართლოში საკითხი, რომ დოკუმენტი არის გაყალბებული. მაშინ ფულადი მოთხოვნა ჰქონდა, თითქოს 7 მილიონი დოლარი ასესხა ქიბარ ხალვაშს. ქიბარ ხალვაში თითქოს ადასტურებდა, რომ  უკან უნდა დაებრუნებინა ეს თანხა პროცენტით. ხელშეკრულების მეორე ნაწილი იყო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, თითქოს ყველა უფლება ეკუთვნოდა ირაკლი ოქრუაშვილს და იმ შემთხვევაში, თუკი ქიბარ ხალვაში იჩივლებდა, რომ 7 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა ოქრუაშვილისთვის. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ დოკუმენტი არის ყალბი და ამას ექსპერტიზა დაადასტურებს“, – განაცხადა სალიამ.

Share