Home » საზოგადოება » პაატა სალია – 2 თვის შემდეგ გიორგი გაბუნია ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას
პაატა სალია - 2 თვის შემდეგ გიორგი გაბუნია ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას

პაატა სალია – 2 თვის შემდეგ გიორგი გაბუნია ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას

2 თვის შემდეგ, როცა გიორგი გაბუნიას მოეხსნება ის შეზღუდვა, რაც დაუწესა თვითრეგულირების საბჭომ, ის ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განუცხადა.

კითხვაზე, ხომ არ გადაიხედება შეზღუდვა, რომელიც გიორგი გაბუნიას აქვს დაწესებული, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით დღეს საუბარი არ ყოფილა. ამასთან, მისი თქმით, ვერ ხედავს საფუძველს, რატომ გაჩნდა ეს მოსაზრება.

„ასეთი საკითხი დღეს არ დასმულა. ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული გიორგისთან დაკავშირებით, მაშინ როცა იქნა მიღებული და მას 2 თვით შეეზღუდა გადაცემების წაყვანა არხზე, ეს იყო ალბათ, ის გადაწყვეტილება, რომელზეც მე,მგონი ჩვენს საზოგადოებაში ძალიან დიდი კონსესუსი იყო“ , – განაცხადა პაატა სალიამ.

Share