Home » ბიზნესი » პაატა ლომაძე საბანკო და სადაზღვევო სექტორების მომავალს თანამშრომლობაში და არა – გაერთიანებაში ხედავს
„სადაზღვევო კომპანიები არათანაბარ პირობებში არიან ბანკებთან, რომლებიც სადაზღვევო კომპანიებს ფლობენ“

პაატა ლომაძე საბანკო და სადაზღვევო სექტორების მომავალს თანამშრომლობაში და არა – გაერთიანებაში ხედავს

ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე, დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციაზე,  სადაზღვევო სექტორში ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთბის თემას გამოეხმაურა. ჯიპიაის გენერალური დირექტორის თქმით  სადაზღვევო კომპანიები არათანაბარ პირობებში არიან ბანკებთან, რომლებიც სადაზღვევო კომპანიებს ფლობენ.

„მივესალმები ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის თანამშრომლობას, ეს ჩვენი ჯგუფისთვის აპრობირებული, მრავალი წლის გამოცდილებაა, მაგრამ ეს არის თანამშრომლობა და არა ურთიერთმფლობელობა. ბანკებს გააჩნიათ ისეთი ინფორმაცია, რომელზე ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება. ეს არის ინფორმაცია, როგორც ბანკის კლიენტების, ისე   სხვა სადაზღვევო კომპანიის კლიენტების შესახებ  და უამრავი მსგავსი სახის მონაცემი, რომელიც მათ  უპირატეს მდგომარეობაში აყენებთ.“ – განაცხადა პაატა ლომაძემ.

14 მარტს თბილისში დაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის მთავარი განსახილველი თემა ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა იყო.

ღონისძიებაზე, ქართული და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების პირველმა პირებმა,  საქართველოს სადაზღვევო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე სიახლეებზე,   ბაზრის ზრდაზე,  ინვესტიციების მოზიდვასა და სადაზღვევო სისტემაში სხვადასხვა საერთაშორისო ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრეს.

Share