Home » ბიზნესი » პაატა ბაირახტარი – საქართველოში საწვავზე ფასების ზრდის საფუძველი არ ყოფილა
პაატა ბაირახტარი - საქართველოში საწვავზე ფასების ზრდის საფუძველი არ ყოფილა

პაატა ბაირახტარი – საქართველოში საწვავზე ფასების ზრდის საფუძველი არ ყოფილა

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი რადიო კომერსანტთან საუბრისას ამბობს, რომ  საწვავზე ფასების ზრდის საფუძველი საქართველოში არ ყოფილა.

„ის,რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასები იზრდება, არის ტყუილი და ცდილობენ, რომ საზოგადოება  შეცდომაში შეიყვანონ.

მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა დაკავშირებული იყო გარკვეულ პოლიტიკურ განცხადებებთან, თუმცა უკვე 6 დღეა ბაზარზე მიმდინარეობს ფასები მკვეთრი ვარდნა. 6 დოლარით არის ნედლი ნავთობის ფასი შემცირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ფასი იმაზე დაბლაა, ვიდრე ის ზრდის ტალღამდე იყო.  მაქვს ერთი კითხვა, რატომ არ აღმოაჩნდათ კომპანიებს მარაგი და რატომ მოხდა, ასეთი მკვეთრი მატება ? მაშინ როდესაც ჩვენ კარგად ვიცით, რომ ფასების შემცირების დროს საკმაოდ დიდი მარაგები „აღმოაჩნდებათ“ ხოლმე კომპანიებს. ამის ნათელი მაგალითი მსოფლიო ბირჟებზე ამჟამად მიმდინარე პროცსებია, ბირჟებზე ნავთობის ფასი ვარდება და ეს პროცესები უახლოეს მომავალში გაგრძელდება, რამდენიმე გლობალური მიზეზის გამო. საზოგადოებას კი შეუძლია დაკვირდეს ადგილობრივი კომპანიების საფასო პოლიტიკას და ვნახავთ თუ რამდენი ხნის მარაგები „აღმოაჩნდებათ“ კომპანიებს, უკვე ფასების შემცირების პირობებში. სწორედ მსგავსი ქმედებების, გასამართლებლად კომპანიებისგან ვისმენთ თავის მართლების უსუსურ მცდელობებს,“- ამბობს პაატა ბაირახტარი.

 

ემხრობით თუ არა მსუბუქი ნარკოტიკების (მარიხუანა, კლუბური ნარკოტიკები...) ლეგალიზებას?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...
Share