Home » საზოგადოება » პაატა ბაირახტარი – საბანკო რეგულაციების გადახედვაზე საუბარი ნაადრევია
პაატა ბაირახტარი - საბანკო რეგულაციების გადახედვაზე საუბარი ნაადრევია

პაატა ბაირახტარი – საბანკო რეგულაციების გადახედვაზე საუბარი ნაადრევია

ამოქმედებიდან სამი თვის შემდეგ ბიზნესმენების ნაწილი საბანკო რეგულაციების გადახედვას ითხოვს. საუბარია წესზე, რა დროსაც შემოსავლების დადასტურების გარეშე საბანკო სესხის გაცემა იზღუდება.

დაკრედიტების ახალი სისტემა განსაკუთრებით სამშენებლო სექტორს და ტექნიკის მაღაზიების მფლობელებს აწუხებთ.

ჭარბვალიანობასთან ბრძოლის არგუმენტით მთავრობა უკან დახევას არ აპირებს.

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციააცია – აფბას” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი მიიჩენვს, რომ საბანკო რეგულაციების გადახედვაზე საუბარი ნაადრევია.

“თუ ეროვნული ბანკის მონაცემებს შევხედავთ, დავინახავთ რომ ამ მიმართულებით საგანგაშო მდგომარეობა არ არის. დაკრედიტება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. რეგულაციების შერბილებაზე საუბარი ამ ეტაპზე არ იქნება სწორი ეკონომიკურად. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დაკრედიტების ტემპის შენელებაზე, დიახ, ის ნამდვილად შენელებულია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ევროზონაში დაკრედიტების საერთო მაცვენებელი მშპ-სთან მიმართებით, არის თითქმის თანაბარი. ჩვენს შემთხვევაში კი, თუ ბოლო წლების მონაცემებს გადავხედავთ, თითქმის 6-ჯერ აღემატება მშპ-ს. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას ახალი საბანკო რეგულაციების გამო, ჩვენს რეალობაში სამომხმარებლო სესხები ფიზიკურ პირებზე გაცილებით მეტი მოცულობის გაიცემა, ვიდრე იურიდიულ პირებზე. სამომხმარებლო სესხები კი ეკონომიკურ ზრდასთან ნაკლებადაა კავშირში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გარკვეული პერიოდის გასვლაა საჭირო, რომ შემდეგ უფრო ვრცელი სურათი დავინახოთ ამ მიმართულებით და ვიმსჯელოთ საბანკო რეგულაციების შერბილების მიზანშეწონილობაზე. ამ ეტაპზე ეს ნაადრევია”, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

Share