Home » ფინანსები » პაატა ბაირახტარი – პრობლემების მეზობლებზე გადაბრალებას, სჯობს სიმართლეს გავუსწოროთ თვალი
პაატა ბაირახტარი – პრობლემების მეზობლებზე გადაბრალებას, სჯობს სიმართლეს გაუსწოროთ თვალი

პაატა ბაირახტარი – პრობლემების მეზობლებზე გადაბრალებას, სჯობს სიმართლეს გავუსწოროთ თვალი

“სჯობს ლარის გაუფასურების რეალურ მიზეზებზე ვისაუბროთ, ვიდრე ეს მუდმივად სხვებს გადავაბრალოთ”, – აცხადებს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა აცოციაციის” ვიცე–პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი.

ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა. 6 ნოემბრის 12 საათისთვის, ეროვნული ბანკის  მონაცემებით 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7383 ლარია, ხოლო Bloomberg–ის სავაჭრო პლათფორმაზე  2,7487–ს აღწევს. ბაირახტარის განმარტებით ლარის გაუფასურების მიზეზი არა რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, არამედ ქართული ეკონომიკის “სეზონურობაა”.

“უკვე ერთი თვეა ლარი გაუფასურებას განაგრძობს და „ტრადიციულად“, ამას ყველა სრული უმოქმედობითა და აბსურდული არგუმენტებით პასუხობს. ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული არგუმენტი, გახლავთ მეზობელი და მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების დევალვაცია. რომლებიც, როგორც გრაფიკებზეც ვხედავთ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ან მყარდებიან ან სტაბილურობას ინარჩუნებენ, დოლართან მიმართებაში. ახლა რა ხდება სინამდვილეში, სინამდვილეში ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი მაკროეკონომიკური პრობლემები, რომელიც ჩვენი ეკონომიკის სეზონურობიდან გამომდინარეობს. მაგალითად უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მთავარი წყარო ექსპორტი, აგვისტოს თვესთან შედარებით, სექტემბერში 304 მლნ დოლარით არის შემცირებული. უცხოური ვალუტის კიდევ ერთი წყარო, ტურიზმი, ასევე კლების ტენდენციით ხასიათდება, თუ აგვისტოში ქვეყანას 1,3 მლნ ვიზიტორი ეწვია, სექტემბერში ეს რიცხვი 892, 463 ვიზიტორს არ აღემატებოდა. ფულადი გზავნილები, რომელიც მართალია მცირედით მაგრამ მაინც შემცირებულია სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით. აგვისტოში – 135მლნ, სექტემბერში 131 მლნ. თუ ამ ყველაფერს დავამატებთ ბიუჯეტის ათვისებასაც, რომლის მიხედვითაც აგვისტოს თვეში მაგალითად ინფრასტრუქტურული პროექტების მხოლოდ 34 % იყო ათვისებული, საკმაოდ ნათელს სურათს ვიღებთ იმისას, თუ რატომ უფასურდება ლარი. აქედან გამომდინარე ბატონებო, მგონი ამ ჩვენს მეზობლებზე გადაბრალებას, სჯობს დავსხდეთ და სიმართლეს გაუსწოროთ თვალი, ასე უფრო ადვილი იქნება პრობლემის გადაჭრა.

პ.ს. რაც შეეხება ცენტრალურ ბანკს, მასზე არაფერს ვამბობ მათთვის ხომ ლარი, თურმე არაფერს ნიშნავს”, – აცხადებს ბაირახტარი.

Share