Home » საზოგადოება » პაატა ბაირახტარი: ნავთობიმპორტიორებმა ახალი ლობი აამუშავეს
პაატა ბაირახტარი: ნავთობიმპორტიორებმა ახალი ლობი აამუშავეს

პაატა ბაირახტარი: ნავთობიმპორტიორებმა ახალი ლობი აამუშავეს

ნავთობიმპორტიორებმა ახალი ლობი აამუშავეს და ახლა ერთი ხელით, თავიანთი მარჟის „გაპრავებას“ ცდილობენ და მეორეთი, სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკის გაკრიტიკებას. ახლა კი მოდით ერთად გადავავლოთ თვალი იმ „მცირე უზუსტობებს“ რომელიც კველევაშია „გაპარული“.

1)კვლევაში ჩვენ ვხვდებით საწვავის ფასების „გაპრავების“ მცდელობას კურსის მერყეობით, თუმცა კვლევის ავტორებს გამორჩათ, რომ ბოლო სამი თვეა კურსი საკმაოდ სტაბილურია და სავალუტო ბაზარზე ჯანსაღი ვაჭრობა მიმდინარეობს (როგორც ეს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმშია დასაშვები)

2) ჩვენ ასევე, ვხვდებით კვლევაში საცალო და საბითუმო შესყიდვებს შორის ფასთა სხვაობის „გაპრავების“ მცდელობასაც. რომლის მიხედვითაც, თურმე საბითუმო ქსელში რელიზებისას სავალუტო რისკი ნაკლებია და ამიტომ ღირს 1 ლიტრი საწვავი, 0.30 ლარით უფრო იაფი, მაგრამ კვლევის ავტორებს „დაავიწყდათ“, რომ ამავე პერიოდში საცალო ქსელში კვირაში რამდენჯერმეც კი იცვლება ხოლმე ფასები, შესაბამისად გაუგებარია რომელ სავალუტო რისკზეა სუბარი.

3) კვლევაში ჩვენ ვიგებთ, რომ კომპანიები თურმე 0.71 ლარიანი მარჟებით არ ოპერირებენ და ეს ციფრი გაზვიადებულია, თუმცა კვლევის ავტორებს მცირედი უზუსტობა გაეპარათ ამ მიმართებაში, იმდენად რამდენადაც, ეს ციფრი საწვავის ბაზრის, 3 წლის წინანდელ მდგომარეობას ასახავს და არა ამჟამინდელს, როგორც ეს კვლევაშია. რაც შეეხება 2015 წლის ბაზარს, მაშინ ნამდვილად ფიქსირდებოდა აღნიშნული მარჟები და ამისი არაერთი შესაბამის კვლევაც არსებობს, სწორედ აღნიშნული მარჟებიდან გამომდინარე მოუწოდა, იმხანად მაშინდელმა პრემიერმა ღარიბაშვილმა, კონკურენციის სააგენტოს, ბაზრის დაუყოვნებლივი მოკვლევია დაეწყო.

4)კვლევის ავტორებმა, არც მეტი არც ნაკლები, საწვავზე ფასების მატება ფინანსურ ინსტიტუტებს დააბრალეს და განაცხადეს, რომ საწვავზე ფასების მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინფლაციაა. მართალია კვლევის ავტორებს ვალუტის არასტაბილურობა(რომელიც საკამოდ სტაბილურია) ინფლაციაში ერევათ მაგრამ, ესეც არაფერი ავტორებს, ასევე დაავიწყდათ, რომ ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია და ის მაისის თვეში 2.5 ფარგლებში დაფიქსირდა. (მიზნობრივი 3%)

5) კვლევის ავტორები, ასევე არ მოერიდნენ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის გაკრიტიკებასაც, უფრო კონკრეტულად კი კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ამუშავებული ახალი საგადასახადო მოდელი, რომელიც რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესს მოგების გადასახადისგან ანთავისუფლებს, არაეფექტურად გამოაცხადეს. ამის მიზეზად კი დაასახელეს ის რომ ბიზნესები, თურმე წაგებაზე მუშაობენ. თუმცა კვლევის ავტორები, ისევ არ დაინტერესდნენ იმ მაკროეკონომიკური მონაცემებით, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს. საქმე იმაშია, რომ პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 19 % -ით გაიზარდა, ხოლოდ დაქირავებულთა რაოდენობა 5.7% -ით.

პ.ს. მეტი მონდომება ბატონებო მეტი

“ახალგზარდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაიარხატარი

Share