Home » საზოგადოება » პაატა ბაირახტარი – მოსალოდნელია საწვავის გაძვირების ახალი ტალღა
პაატა ბაირახტარი - მოსალოდნელია საწვავის გაძვირების ახალი ტალღა

პაატა ბაირახტარი – მოსალოდნელია საწვავის გაძვირების ახალი ტალღა

“მოსალოდნელია საწვავის გაძვირების ახალი ტალღა”, – ამის შესახებ “ახალგზარდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი აცხადებს.

“წინა კვირას ნავთობკომპანიების წარმომადგენლის განცხადება ვნახე: „მსოფლიო ბაზარზე შექმნილი მძიმე მდგომარეობა ისახება ადგილობრივ ბაზარზეო“.

ხოდა რა ხდება ახლა მსოფლიო ბაზარზე, ხო საინტერესოა, რამ გამოიწვია საწვავის რამდენჯერმე გაძვირება. რა ხდება და თითქმის ერთი თვეა, ნავთობის ფასი ქვევით მოიწევს, მაგალითად 23 აპრილიდან დღემდე თითქმის 5 $ დაეცა WTI ფასი. ხოდა ახლა ჩნდება კითხვა, თუ ამ ყველაფერს რთულად აღიქვამენ ნავთობკომპანიები, მაშინ რაღა იქნება, როცა დოლართან 4 პუნქტით დაცემული ეროვნული ვალუტა აისახება უკვე საწვავის ფასში”, – წერს ბაირახტარი სოციალურ ქსელში.

No photo description available.

Share