Home » საზოგადოება » ოთხ თვეში კუს ტბის საბაგირო ფუნქციონირებას დაიწყებს
ოთხ თვეში კუს ტბის საბაგირო ფუნქციონირებას დაიწყებს

ოთხ თვეში კუს ტბის საბაგირო ფუნქციონირებას დაიწყებს

კუს ტბის საბაგიროს აღდგენაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჯრკომთან“ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ღირებულება 143 800 ლარია.

კომპანიამ საბაგირო გზაზე გამწევი და კუდის ბაგირი 120-დღიან ვადაში უნდა დაამონტაჟოს. შესაბამისად, საბაგიროს ფუნქციონირების დაწყება 2020 წლის პირველ მარტამდე იგეგმება.

საბაგირო მიმდინარე წლის ივლისში გაჩერდა, მისი აღდგენა კი, სატენდერო პროცედურების გამო გადაიდო. ბაგირის გამოცვლის მიზნით, გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩაიშალა, მეორე ტენდერის ფარგლებში გამარჯვებული კომპანიის შერჩევა კი, დავების საბჭოში განხილვის გამო გაჭიანურდა.

Share