Home » საზოგადოება » ორბელიანის რეაბილიტირებული მოედანი და მიმდებარე 7 ქუჩა ივნისის დასაწყისში გაიხსნება
ორბელიანის რეაბილიტირებული მოედანი და მიმდებარე 7 ქუჩა ივნისის დასაწყისში გაიხსნება

ორბელიანის რეაბილიტირებული მოედანი და მიმდებარე 7 ქუჩა ივნისის დასაწყისში გაიხსნება

მთაწმინდის რაიონში, ისტორიულ არეალში ორბელიანის მოედნისა და შვიდი მიმდებარე ქუჩის სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება.

ორბელიანის მოედანზე მიწისქვეშა კომუნიკაციებით დაწყებული, მთლიანად მოხდა რეაბილიტაცია. ამ კონკრეტულ არეალში, 20 შენობა-ნაგებობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აქედან 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ორბელიანის მოედნის გარდა, შვიდი ქუჩის და იქ არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა.

კახა კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში, პირველი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი განხორციელდა, რომელიც, დაახლოებით, 170 ავტომანქანაზეა გათვლილი.

მოეწყო ადაპტირებული სადგომები, შშმ პირთათვის ლიფტების მონტაჟი, უსაფრთხოების კამერები, სახანძრო უსაფრთხოება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

Share