Home » ფინანსები » ოქტომბრიდან, სტუდენტების ნაწილი შესაძლოა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ
ოქტომბრიდან, სტუდენტების ნაწილი შესაძლოა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ

ოქტომბრიდან, სტუდენტების ნაწილი შესაძლოა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ

პარლამენტის განათლების კომიტეტმა “ახალგაზრდა ადვოკატების” საკანონმდებლო წინადადებას სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაზე მხარი დაუჭირა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების თანახმად ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები,  მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) – ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს“.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“  საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით 2018 წლის 28 მარტს მიმართა. კანონპროექტის მომზადების პროცესში ორგანიზაციამ შეისწავლა დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ევროპის სხვა სახელმწიფოთა პრაქტიკა და კანონმდებლობა დასახელებული მიმართულებით, რის საფუძველზეც, მოხდა ინიცირებული წინადადების დასაბუთება. ორგანიზაციისთვის აღნიშნული მეხუთე საკანონმდებლო წინადადებაა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

საკანონმდებლო წინადადება, პარლამენტის მხრიდან გაზიარების შემთხვევაში, 2018 წლის 01 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს.

სანდრო პირველი

Share