Home » ფინანსები » ოქტომბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 177,2%-ით გაიზარდა
ოქტომბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 177,2%-ით გაიზარდა

ოქტომბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 177,2%-ით გაიზარდა

2018 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 103,4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 177,2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის ოქტომბერში ბანკებმა მოგების სახით 37,2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

ამასთან, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ბანკების შემოსავლებმა 379,176 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 258,166 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2018 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 8,369 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 20,441 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის ოქტომბერში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 35,445 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში ბანკებმა 12,010 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 869,798 მილიონი ლარი შეადგინა. წელს კი უკვე 10 თვეში წმინდა მოგების მაჩვენებელმა 705,756 მილიონი ლარი შეადგინა.

წყარო:bpn.ge

Share