Home » მსოფლიო » OPEC-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვებაზე ვერ თანხმდებიან, რაც ნავთობის ფასს პირდაპირ ურტყამს
OPEC-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვებაზე ვერ თანხმდებიან, რაც ნავთობის ფასს პირდაპირ ურტყამს

OPEC-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვებაზე ვერ თანხმდებიან, რაც ნავთობის ფასს პირდაპირ ურტყამს

OPEC–ი საუდის არაბეთის მომარაგების გეგმას უპირისპირდება

ერაყმა განაცხადა, რომ OPEC–მა (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ) ნავთობის ფასების ზრდისგან თავი უნდა შეიკავოს. ამით ის  საუდის არაბეთის გეგმებს დაუპირისპირდება.

OPEC–ის მეორე ყველაზე დიდმა მწარმოებელმა, ერაყმა განაცხადა რომ კარტელის მიერ მომარაგებას თავისი მიზანი ჯერ არ შეუსრულებია რადგან ნავთობის ფასები კვლავ სასურველზე დაბალია. ერაყის დაუმორჩილებლობა ირანის და ვენესუელისას წააგავს. ეს ნიშნავს რომ ხუთი ქვეყნიდან, რომელმაც OPEC-ი დაარსა, სამი ახლა საუდის არაბეთის გეგმებს ეწინააღმდეგება.

ა.შ.შ–მა საუდის არაბეთს და სხვა ქვეყნებს სთხოვა, რომ მეტი ნავთობი აწარმოონ რადგან $80/ბარელზე ეკონომიკისთვის სახიფათოა. რუსეთმა OPEC–თან კონსულტაციის გარეშე უკვე გაზარდა წარმოება.

„მწარმოებლებს OPEC–ის შიგნით და მის გარეთ ჯერ არ მიუღწევიათ თავიანთი მიზნისთვის“, – განაცხადა ერაყის ნავთობის მინისტრმა ჯაბარ ალ ლუაიბიმ. ერაყი არ განიხილავს ცალმხრივ გადაწყვეტილებებს, რომლებიც რამდენიმე მწარმოებლის მიერ არის მიღებული სხვებთან კონსულტაციის გარეშე.

ეს უთანხმოებები გაამწვავებს შეხვედრას OPEC–სა და მის პარტნიორებს შორის, რომელიც ვენაში გაიმართება 22–23 ივნისს. ირანმა და ვენესუელამ  OPEC–ის წევრებს წერილი მიწერეს, რითაც მოუწოდეს, რომ ამერიკული წნეხის წინაღმდეგ გაერთიანდნენ.  თუ საუდის არაბეთი და რუსეთი ბევრი ნავთობის წამოებას დაიწყებს, მაშინ ორივე მწარმოებელი საბაზრო წილს დაკარგავს.

ერაყი ტექნიკური წინაღობის და ასევე პოლიტიკურ უთანხმოების წინაშე დგას თავის მოსახლეობასთან. ამგვარად ის არაფერს იგებს წარმოების გაზრდით, რაც შეიძლება OPEC-მა გადაწყვიტოს.

„ჩვენ არ უნდა გავაზვიადოთ ნავთობის მოთხოვნის დონე. ამან შეიძლება დიდი ზიანი მიანიჭოს გლობალურ ეკონომიკას,“ ამბობს ლუაიბი.

მიუხედავად ყველაფრისა, გაურკვეველია შეუძლიათ თუ არა ერაყს, ირანს და ვენესუელას საუდის არაბეთის და რუსეთის გეგმების დაბლოკვა. OPEC-ის წესები მოითხოვს, რომ გადაწყვეტილებები შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს მაგრამ არაფერს არ შეუძლია საუდის არაბეთის და მისი მოკავშირეების გაჩერება ნავთობის წარმოების ზრდიდან.

რუსეთი, მიუხედავად თავისი პოლიტიკური კავშირებისა ირანთან და ვენესუელასთან, უკვე მომარაგების ზრდის პროცესში გამოიყურება. რუსეთმა დღეში 11.09 მილიონი ბარელი ნავთობი გამოიმუშავა ივნისის პირველ კვირაში. ამით მან თავის ლიმიტს (10.95მილიონს) გადააჭარბა.

საუდის არაბეთი ათწლეულების მანძილზე ა.შ.შ–სთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებდა. მაგრამ მას შემდეგ რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპა ირანზე სანქციების დაკისრება გადაწყვიტა, საუდის არაბეთი დიდი წნეხის ქვეშ დადგა.

ა.შ.შ–ს არ უთხოვია OPEC–ისთვის მომარაგების გაზრდა, განაცხადა სუჰეილ ალ მაზროუიმ – გაერთიანებული არაბეთის ემირატებს ნავთობის მინისტრმა რომელიც წელს ასევე OPEC ის პრეზიდენტია.

საუდის არაბეთი, რომელიც OPEC–ის უდიდესი მწარმოებელია, ასევე აგრძელებს ბევრის წარმოებას. გასულ თვეს მან დღეში 10 მილიონი ბარელი გამოიმუშავა.

Saudi Arabian Oil Co., აზიაში ივლისში ნავთობის მომარაგებას დაიწყებს. Saudi Aramco–მ ამ თვის საწყისში ნავთობის ფასი უდიდესად გაზარდა მყიდველებისთვის აზიაში 2014 შემდეგ, ეს მიანიშნებს იმაზე რომ ის დიდ მოთხოვნას ხედავს ბაზარზე.

ზაზა ხორბალაძე

მომზადებულია Bloomberg-ის მიხედვით

Share