Home » მსოფლიო » OPEC-ი შესაძლოა დაიშალოს
OPEC-ი შესაძლოა დაიშალოს

OPEC-ი შესაძლოა დაიშალოს

როდესაც OPEC–ი და რუსეთი მეტი ნედლი ნავთობის წარმოებაზე შეთახმდნენ (დღეში მილიონი ბარელით მეტი), რათა გაეჩერებინათ ნავთობის ფასის ზრდა, რომელიც არაკომფორტული ხდებოდა მომხმარებლებისთვის აზიიდან შეერთებული შტატების ჩათვლით, არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ ორი თვის შემდეგ აზიაში დავარდებოდა მოთხოვნა, გაიზრდებოდა მარაგი და გაჩაღდებოდა ომი  ნავთობის ფასზე საუდის არაბეთსა და ირანს შორის.

საუდის არაბეთი, რომელიც შუა აღმოსავლეთში ირანის მთავარი კონკურენტია, პრეზიდენტ ტრამპის მოსაზრებას მხარს უჭერს, რომ ირანის ბირთვული გარიგებიდან გამოვიდეს. ამ მხარდაჭერას ეკონომიკური მოტივი აქვს: რამდენადაც ნაკლები ირანული ნედლი ნავთობია ბაზარზე, მით უფრო მეტი საუდის არაბეთის ნავთობი გაიყიდება.

ყველაფრის მიუხედავად ირანი არ ნებდება. მას ჯერ კიდევ ბევრი რამ გააჩნია რაც შეიძლება დაკარგოს (ყველაზე მკაცრი სანქციები მომავალ თვეებში ამუშავდება). ამ ომში პირველი გასროლა უკვე მოხდა: საუდის არაბეთმა მისი ნავთობის ფასები ყველა კლიენტისთვის შეამცირა ა.შ.შ–ს გარდა, აღნიშნავს S&P Global Platts–ი OPEC–ის ახლანდელ ანალიზში. ირანიც ასევე მოიქცა და განაცხადა, რომ მზადაა უფრო მეტიც გააკეთოს თუ რომელიმე სხვა მწარმოებელი ქვეყანა მის საბაზრო წილს დააზიანებს. სახელმწიფოსა და ჯარის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ირანი მზადაა Strait of Hormuz – ის დახურვამდეც კი მივიდეს.

სანამ ანალიტიკოსები განიხილავენ თუ რამდენად საფრთხიანია ირანის მუქარები, ნავთობის მოთხოვნის სიახლე აზიიდან OPEC – ს კიდევ ერთ სანერვიულოს აძლევს. ნელი ეკონომიკური ზრდა ნავთობის მოთხოვნის ზრდას ახშობს და ჩინური იუენი და ინდური რუპე დოლართან მიმართებაში ვარდებიან ა.შ.შ–ში და აზიაში ეკონომიკური განვითარებების შედეგად.

ამგვარად, OPEC–ის შიდა პრობლემები მწვავდება და კიდევ უფრო გამწვავდება ვინაიდან საუდის არაბეთი და ირანი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ და მზად არიან ფასები ძალიან დაბალ დონეებზე დაიყვანონ. საუდის არაბეთს  წარმოების გაზრდა კიდევ მეტად შეუძლია. Platts–ის მიხედვით, მას OPEC–ის უდიდესი ნაწილი უკავია. ირანს ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ექსპორტი ვარდნას განიცდის და კიდევ უფრო შემცირდება 4 ნოემბრის შემდეგ, როდესაც სანქციები გააქტიურდება. თუმცა ყველაფრის მიუხედავად ირანში აცხადებენ, რომ ის არ შეწყვეტს ნავთობის ექსპორტს და ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის არ შეწყვეტს ირანისგან ნავთობის შესყიდვას.

ჩინეთი და ინდოეთი მსოფლიოს ორი უდიდესი ნავთობის მომხმარებელი ქვეყნებია. ისინი საუდის არაბეთსა და ირანს შორის ომისთვის ემზადებიან. ინდოეთმა განაცხადა რომ ის ა.შ.შ–ს სანქციებს დაემორჩილება, ჩინეთმა კი არა. ასე რომ, ინდოეთმა შეიძლება მოუმატოს საუდის არაბეთისგან ნავთობის ყიდვას, მაგრამ მოიქცევა თუ არა ჩინეთი ასევე ამგვარად ფასებზეა დამოკიდებული. ირანს მეტი აქვს დასაკარგი, ასე რომ ის მზადაა საუდის არაბეთზე შორს წავიდეს. საუდის არაბელებს შორს წასვლა არ შეუძლიათ: მათ დიდი ფინანსური ვალდებულებები აქვთ 2030 წელს გატარებული  Vision რეფორმის მიხედვით.

საუდის არაბეთსა და ირანს შორის არსებული ფასების ომმა შესაძლოა OPEC-ს ბოლო მოუღოს. ირანმა მისი ძლიერი წინააღმდეგობა უკვე გაახმაურა  ინდივიდუალური წევრის კვოტებზე, რომელიც საუდის არაბეთის ნავთოვის მინისტრმა ხალიდ ალ–ფალიჰმა წარადგინა. მისი ირანელი კოლეგის, ბიჟან ზანგანეჰის თქმით, ეს ირანის საბაზრო წილს საფრთხეს უქმნის.  რთული წარმოსადგენია რომ საუდის არაბეთმა ირანი დააჯეროს რომ მისი საბაზრო წილი არ დაზიანდება თუ ის იმ მომარაგებას უზრუნველყოფს,  რაც ირანული ექსპორტების შემცირებით, ა.შ.შ–ს სანქციებით გაჩნდა. ასევე რთული წარმოსადგენია რომ ირანი ამას ასე დატოვებს. გადის თუ არა OPEC –ი თამაშიდან? შეიძლება.

 

მოამზადა ზაზა ხორბალაძემ

წყარო: oilprice.com

Share