Home » საზოგადოება » ოკუპირებულ აფხაზეთში სირიელი რეპატრიანტების ჩასახლებას გეგმავენ
ოკუპირებულ აფხაზეთში სირიელი რეპატრიანტების ჩასახლებას გეგმავენ

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიელი რეპატრიანტების ჩასახლებას გეგმავენ

ოკუპირებული გალის რაიონში სირიელ რეპატრიანტთა ჩასახლება იგეგმება, – ამის შესახებ აფხაზურ მედიას აფხაზეთის ე.წ. რეპატრიანტთა საქმეების მინისტრმა ბესლან დბარმა განუცხადა. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

ბესლან დბარი გალის რაიონში იმყოფებოდა, სადაც გალის რაიონის ე.წ. გამგებელს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გალის რაიონში სირიელ რეპატრიანტთა ჩასახლებას.

როგორც ბესლან დბარმა აფხაზურ მედიას განუცხადა, „გალიც აფხაზეთის ნაწილია და არ შეიძლება მისი უყურადღებოდ დატოვება. ადამიანური რესურსი აქაც საჭიროა”, – აცხადებს დბარი.

შეხვედრაზე სირიელ რეპატრიანთა გალში ჩასახლების კონკრეტული თარიღები არ დასახელებულა.

სირიამ საქარველოს ოკუპირებული ტერიტორიიები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ 29 მაისს აღიარა.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოსა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად შეწყდა. ოფიციალური თბილისის, საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლელი პარტნიორების პოზიციაა, რომ ასადის რეჟიმმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის ზეწოლით მიიღო, რითაც დამასკომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები დაარღვია.

commersant.ge

Share