Home » ახალი ამბები » ოკუპანტებმა ენგურის ხიდზე ცხედარი არ გაატარეს
ოკუპანტებმა ენგურის ხიდზე ცხედარი არ გაატარეს

ოკუპანტებმა ენგურის ხიდზე ცხედარი არ გაატარეს

რუსმა ოკუპანტებმა ენგურის ხიდზე გალის მიმართულებით ცხედარი არ გაატარეს.

როგორც გამოცემა DFWatch-ს მიცვალებულის ახლობლებმა განუცხადეს, ცხედრის გატარება 6 საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

მათივე განმარტებით, ამის მიზეზი დოკუმენტების არარსებობა გახდა, რადგან მარიონეტულმა რეჟიმმა ე.წ. წითელი პასპორტები გააუქმა.

„თავიდან გვთხოვდნენ დოკუმენტს, შემდეგ გვითხრეს, მინისტრის სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ გაგვატარებდნენ. ამის მერე ზუგდიდიდან გარდაცვალების ცნობის მიტანა მოგვიწია, საბოლოოდ კი 5 000 რუსული რუბლის(190ლარი) სანაცვლოდ გაგვატარეს“,-აღნიშნა გარდაცვლილის ნათესავმა.

გალის მკვიდრი ე.გ.ზუგდიდში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

წყარო: pia.ge

Share