Home » საზოგადოება » „ოკუპანტები არამარტო ყაზბეგის და თრუსოს ხეობის, არამედ მცხეთის მითვისებითაც არიან დაინტერესებული”
„ოკუპანტები არამარტო ყაზბეგის და თრუსოს ხეობის, არამედ მცხეთის მითვისებითაც არიან დაინტერესებული"

„ოკუპანტები არამარტო ყაზბეგის და თრუსოს ხეობის, არამედ მცხეთის მითვისებითაც არიან დაინტერესებული”

საგანგაშო ინფორმაციის შემცველი სატელეფონო ზარი ჟურნალისტის  ტელეფონზე-ერთი კვირის წინ რუსული ნომრიდან P.S. -ის რეპორტიორს გიორგი გვიშიანს დაურეკეს და უთხრეს, რომ  თითქოს ყაზბეგის რაიონში ერთობლივი ქართულ-რუსული სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელიც, საბოლოოდ ყაზბეგის ოკუპაციით დასრულდება.

თავად  თემა, რომ ოკუპანტები არამარტო ყაზბეგის და თრუსოს ხეობის, არამედ მცხეთის მითვისებითაც კი რომ არიან დაინტერესებული, ახალი არ არის.

რამდენად რეალურია საფრთხე, რომელზეც უცნობი საუბრობდა. ФСБ და ვლადიკავკაზელი მეცნიერები ცდილობენ  გაყალბებული ისტორია გაავრცელონ იმის შესახებ თუ, როგორ დაერქვა მთას ყაზბეგი და როგორ მოიგონეს ქართველებმა ტერმინი მოხევე, რომელიც მე-19 საუკუნემდე თურმე არ არსებულა. ისინი იმასაც ამტკიცებენ, რომ დარიალი, არაგვისა და თერგის სათავეები ყოველთვის ოსების წინაპრებს ეკუთვნოდათ და ამ ადგილებში ოსი ხალხის 5400 წლიანი ისტორია ინახება.

ეს საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე ოკუპირებული ცხინვალის მხარემ წამოწია.

„ჟენევის მოლაპარაკების უკანასკნელ რაუნდზე დავაყენეთ აღმოსავლეთ ოსეთის საკითხი, რომელსაც დღეს საქართველო აკონტროლებს. სამხრეთოსურმა მხარემ ყურადღება მიაქცია აღმოსავლეთ ოსეთში ოსური ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცულობის საკითხს, სადაც არ უშვებენ ადრე გაძევებულ ოსურ მოსახლეობას“-ეს არის ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყების განცხადება, სადაც რამდენიმე ტერმინი საკმაოდ ყურადსაღებია. პირველი – აღმოსავლეთ ოსეთი, კრემლის ისტორიული სკოლის მეცნიერების აღმოჩენით, თურმე სოფელ კობამდე და საქართველოს სამხედრო გზამდე მოდის. მეორე – ტერმინ “აღმოსავლეთ ოსეთთან” ერთად, გაჩნდა ტერმინი „გამოძევებული ოსური მოსახლეობა.”

თრუსოს ხეობა დღეს ფაქტობრივად დაცარიელებულია. აღარ არსებობს სოფლებამდე მისასვლელი გზები. ადგილზე არ არის კომუნიკაციები. ადგილობრივებმა სოფლების მიტოვება გასული საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყეს. 80-იანების ბოლოს პროცესის ცხინვალში ომმაც დააჩქარა. ხეობიდან ჯერ ეთნიკური ოსები აიყარნენ. მალე ქართველებიც მიჰყვნენ.

რუსთავი2

Share