Home » ახალი ამბები » ოკუპაციას თავი დაანებონ, კულტურულ ღონისძიებას თუ გააკეთებენ მერე რა მოხდა – ჯაფარიძე კარასინის განცხადებაზე
ტყვიებს ნუ გვესვრიან, კულტურულ ღონისძიებას თუ გააკეთებენ, რა მოხდა - ჯაფარიძე კარასინის განცხადებაზე

ოკუპაციას თავი დაანებონ, კულტურულ ღონისძიებას თუ გააკეთებენ მერე რა მოხდა – ჯაფარიძე კარასინის განცხადებაზე

 „ტყვიებს ნუ გვესვრიან და ოკუპაციას თავი დაანებონ, კულტურულ ღონისძიებას თუ რამეს გააკეთებენ მერე რა მოხდა”,- ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე გრიგორი კარასინის განცხადებას.

ცნობისთვის, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კულტურული ღონისძიებები, რომელიც საქართველოში რუსების მონაწილეობით გაიმართება, ინციდენტების გარეშე ჩატარდება”, – თქვა კარასინმა.

Share