Home » საზოგადოება » „ოკრიბა“ შესაძლოა, თბილისის მოლის მიმდებარედ გადავიდეს
„ოკრიბა“ შესაძლოა, თბილისის მოლის მიმდებარედ გადავიდეს

„ოკრიბა“ შესაძლოა, თბილისის მოლის მიმდებარედ გადავიდეს

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 46 მიმდინარე, 313 დაბლოკილი, 845 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 19 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.

„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც „ოკრიბას“ „თბილისი მოლის“ მიმდებარედ გადატანას გულისხმობს.

„დიდუბის ავტო სადგურ “ოკრიბა”-დან ავტობუსების და სამარშრუტოების მიმართულება ძირითადად დასავლეთ საქართველოში გადის. აქედან გამომდინარე ყველა სამარშრუტოს უწევს საკმაოდ დიდი ტერიტორიის გავლა ზაჰესის მიმართულებით. ამასთან, მგზავრები შედიან და გამოდიან სადგურზე რაც იწვევს ძალიან დიდ მოძრაობას მიმდებარე ტერიტორიაზე და შესაბამისად, ტერიტორია ფაქტიურად მუდმივი საცობის რეჟიმშია, რაც თავისმხრივ იწვევს ჰაერის დაბინძურებას და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დაავადებათა გაზრდის მაღალ რისკს.

მაქვს წინადადება, რომ ზემოხსენებული სადგური გადავიტანოთ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც განტვირთავს დიდუბის ავტო სადგურის მიმდებარე ტერიტორიას და მთლიანად იმ გზას სადაც დიდუბიდან გამოსულ სამარშრუტოებს უწევთ გავლა,“- აღნიშნულია მოქალაქის განცხადებაში.

აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 18 ივნისამდეა.

BPN.GE

Share