Home » საზოგადოება » ოფსაიდში დარჩენილი ქართული კომპანიები და უცხოელებზე მინდობილი მთავარი საავტომობილო მაგისტრალები
ოფსაიდში დარჩენილი ქართული კომპანიები და უცხოელებზე მინდობილი მთავარი საავტომობილო მაგისტრალები

ოფსაიდში დარჩენილი ქართული კომპანიები და უცხოელებზე მინდობილი მთავარი საავტომობილო მაგისტრალები

ოფსაიდში დარჩენილი ქართული კომპანიები და უცხოელებზე მინდობილი მთავარი საავტომობილო მაგისტრალები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი 41.3 კმ სიგრძის ორზოლიანი გზის  მშენებლობას იწყებს.ახალი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 200 მილიონი ლარია, ხოლო მშენებლობა 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

ქართულ კომპანიებს სატენდერო პირობებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. მათი განმარტებით ბაზარზე არსებულ არცერთ ადგილობრივ კომპანიას სამინისტროს მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება არ შეუძლია.

ინფრასტრუქტურის სამშენებლო კომპანიების პრეტენზიების მიზეზი სატენდერო პირობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები, გამოცდილება, ფინანსური შესაძლებლობები და ბრუნვა ის კრიტერიუმებია რისი დაკმაყოფილებაც მათი განცხადებით შეუძლებელია.

კერძო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, მოთხოვნილი ფინანსური ბრუნვა და გამოცდილება ქართულ კომპანიებს არ გააჩნიათ, ვინაიდან მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება ბოლო წლებში დაიწყო და შესაბამისად მათ ტენდერში მოთხოვნილი გამოცდილება ვერც ექნებოდათ დაგროვილი. კომპანიების მოთხოვნაა, რომ ჰქონდეთ ამხანაგობების ფორმატში ტენდერებში მონაწილეობის საშუალება,  მათი გარკვეული ნაწილი კი რეზიდენტი კომპანიებისთვის გარკვეული შეღავათების მიცემასაც ითხოვს.

,,გრძელვადიან პერსპეექტივაში, რომ შევხედოთ პროცესებს, ქართული კომპანიები ხუთი წლის შემდეგაც ვერ დააგროვებენ ტენდერში მოთხოვნილ გამოცდილებას და  თუ მათ დღეს  არ მიეცათ მსგავს მასშტაბურ ტენდერებში შესვლის საშუალება, მუდმივად იდგება აღნიშნული პრობლემა. საჭიროა  ნაბიჯების გადადგმა ცვლილებების მიზნით, მათ შორის  დაშვებებისა თუ გამოცდლების კუთხით. მნიშვნელოვანია გარკვეული დათმობები რეზიდენტი კომპანიებისთვის, რათა სამომავლოთ, დაახლოებით  5 წელიწადში,  აღარ გვქონდეს იმის მიზეზი, რომ გარკვეულ შეღავათებზე, ბენეფიტებზე თუ სხვა პრობლემებზე  ვისაუბროთ ქართული კომპანეიბის მხრიდან“, – აცხადებს ანა საბახტარაშვილი, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორი.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ რომ სატენდერო მოთხოვნას ვერ გააამრტივებენ, რადგან არსებული პირობები და მოთხოვნები საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით ისედსაც გამარტივებულია. როგორც სამინისტროში განმარტავენ, სამინისტრო ყველანაირად შეეცადა ქართული კომპანიებისთვის მიეცა შანსი ტენდერებში მონაწილეობისთვის და თუკი არსებული პირობებიც კომპანიებისვის მკაცრია, სამინისტრო მათ ამხანაგობების ფორმატში გაერთიანებას ეთანხმება, თუმცა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ამ ფორმატში მუშობა კანონმდებლობით შეზღუდულია და მას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება.

,,ქართული კანონმდებლობით, რომლის ფორმატშიც ტარდება ეს ტენდერი ამხანაგობის ფარგლებში გამოცდილების გაერთიანება არის დაუშვებელი. ამ პრობლემაზეც ვისაუბრეთ და დავაყენეთ აღნიშნული საკითხი. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ ბრძანა, დაწყებულია გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობაც, რაც ნამდვილად მისასალმებელია, ვინაიდან კანონმდებლობის დახვეწა მთელ რიგ შემთხვევებში მისცემს საშუალებას, თუნდაც ორ რეზიდენტ კომპანიას, რომ დააჯამონ საკუთარი გამოციდლება და ერთობლივი ძალებით შეუდგნენ პროექტის განხორციელებას“ – აცხადებს ანა საბახტარაშვილი, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორი.

საბოლოო ჯამში, გაუგებარია რატომ არ ცდილობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დროულად დახვეწოს არსებული საკანონმდებლო ბაზა და ამავდროულად ქართულ კომპანიებს შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მათაც შეძლონ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის მიღება. მით უფრო, თუ გავიხსენებთ ბოლო წლებში არსებულ არც თუ ისე სახარბიელო გამოცდილებას, როდესაც ჩინური თუ სხვა საერთაშორისო კომპანიები საკმაო ხარვეზებითა და მუდმივი დაგვიანებებით ახორციელებდნენ ამა თუ იმ მსხვილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

მაგალითისთვის საკმარისია სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალიც, რომლის მშენებლობასაც საკმაო დარღვევებითა და ხარვეზებით ახორციელებდნენ ჩინური კომპანიები ,,სინოჰიდრო“ და ,,რკინიგზა 23“, ამავდროულად უკრაინული კომპანია ,,ალტკომის“ მიერ მიტოვებული 1 ლოტი და დღემდე ქვეყნიდან გამქრალი 45 მილიონი, რომლის დაბრუნებაც ვერ ხერხდება.

მოკლედ, საერთაშორისო კომპანიების მიერ მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პრექტების მშენებლობისას არაერთი ხარვეზი გამოვლინდა ბოლო წლებში, არსებულ პრობლემებზე მუდმივად აქვეყნებდა ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“, შესაბამისად ხელისუფლება თუ უფრო მეტად იზრუნებს ადგილობრივი ინფრასტრუქტურული კომპანიების ხელშეწყობაზე, ეს  ქვეყნისთვისაც და ბიზნესის განვითარებისთვისაც გაცილებით უკეთესი იქნება.

გიორგი რანი

Share