Home » მსოფლიო » ნორვეგია ელექტრო თვითმფრინავების ინდუსტრიის განვითარებას იწყებს
ნორვეგია ელექტრო თვითმფრინავების ინდუსტრიის განვითარებას იწყებს

ნორვეგია ელექტრო თვითმფრინავების ინდუსტრიის განვითარებას იწყებს

როგორც ბლუმბერგი წერს, ნორვეგიის საავიაციო ინდუსტრია, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა, ელექტროენერგიაზე გადასვლისთვის ემზადება.

აღსანიშნავია, რომ ტესლას ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი ნორვეგიაშია. გასულ წელს, იქ 8,500 ავტომობილი გაიყიდა. ახლა კი ქვეყანას, რომლის მთავარი ტურისტული გზავნილია „ბუნება“, სურს რომ პირველი იყოს ელექტრო თვითმფრინავების გამოშვებაში.

ლოკალური საჰაერო ხაზი Wideroe, რომელიც პატარა თვითმფინავებზე მუშაობს, მომავალ 10 წელში ვერ ხედავს დიდ ტექნოლოგიურ დაბრკოლებებს კომერციული ელექტრო თვითმფრინავის შექმნაში.

Wideroe–ს აღმასრულებელმა დირექტორმა, შტეინ ნილსენმა ინტერვიუში განაცხადა: “დღესდღეობით ჩვენ ყველაზე პატარა თვითმფრინავებით, ყველაზე მოკლე გზებით დავფრინავთ, 1970 წელს განვითარებულ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით. საავიაციო სექტორი დიდად განვითარდა, მაგრამ არ განვითარებულნენ პატარა თვითმფრინავები.“

ორშაბათს ორადგილიანი ელექტრო თვითმფრინავის პირველი გაფრენა მოხდება, რომელიც გაფრინდება ოსლოდან, მგზავრი კი ქვეყნის ტრანსპორტირების მინისტრი იქნება. თვითმფრინავი სლოვენიელი მწარმოებლის Pipstrel-ის მიერ არის დამზადებული და შეუძლია ერთი საათით ფრენა. ეს პატარა ტესტ გაფრენა ეკოლოგიურად სუფთა ავიაციის დემონსტრირებას მოახდენს.

ზაზა ხორბალაძე

Share