Home » ახალი ამბები » ნინო ქათამაძე “ოჯახის სიწმინდის დღისთვის” არ იმღერებს — პროდიუსერი
ნინო ქათამაძე "ოჯახის სიწმინდის დღისთვის" არ იმღერებს — პროდიუსერი

ნინო ქათამაძე “ოჯახის სიწმინდის დღისთვის” არ იმღერებს — პროდიუსერი

ნინო ქათამაძე 17 მაისს, “ოჯახის სიწმინდის დღეზე” დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ On.ge-ს ქათამაძის პროდიუსერმა, ბუკა კარტოზიამ განუცხადა.

კარტოზია ადასტურებს, რომ მსგავსი შემოთავაზება მომღერალმა საპატრიარქოსგან მიიღო. თუმცა, მისივე თქმით, ქათამაძემ კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები 17 მაისს, “ოჯახის სიწმინდის დღეზე” იცეკვებს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ცხელ ხაზზე დაუდასტურეს.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამის საპირწონედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს ეს დღე “ოჯახის სიწმინდის დღედ” გამოაცხადა.

ბროშურაზე “ჩვენი ოჯახი ჩვენი ღირსებაა” ვკითხულობთ, რომ გალა კონცერტზე იმღერებენ ნინო ქათამაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვა შემსრულებლები.

On.ge

Share