Home » საზოგადოება » ნიკოლოზ გაგუა: ეკონომიკური ზრდის შენელება მშენებლობის სექტორს უკავშირდება
ნიკოლოზ გაგუა: ეკონომიკური ზრდის შენელება მშენებლობის სექტორს უკავშირდება

ნიკოლოზ გაგუა: ეკონომიკური ზრდის შენელება მშენებლობის სექტორს უკავშირდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ივნისში, მაისთან შედარებით ეკონომიკური ზრდის შენელება მშენებლობის სექტორს უკავშირდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მშენებლობის სექტორში მკვიდრდება ახალი, ევროპული და ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი სტანდარტები.

ფინანსთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ უახლოეს თვეებში მშენებლობის სექტორში დინამიკა ისევ გაუმჯობესდება.

რაც შეეხება ზრდაზე მოქმედ დადებით ფაქტორებს, გაგუას თქმით, მათ შორის დიდი წილი ექსპორტსა და ტურიზმზე მოდის.

Share