Home » მსოფლიო » ნიკოლ პაშინიანი: სომხეთში ბუკმეკერულ კომპანიებს საერთოდ დავხურავთ
ნიკოლ პაშინიანი: სომხეთში ბუკმეკერულ კომპანიებს საერთოდ დავხურავთ

ნიკოლ პაშინიანი: სომხეთში ბუკმეკერულ კომპანიებს საერთოდ დავხურავთ

ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, სომხეთის სხვადასხვა ქალაქებში მას ქალები ხშირად უყვებიან იმის შესახებ, რომ მათი ქმრები ხელფასებს მთლიანად ბუკმეკერულ კომპანიებში ტოვებენ, და ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს.

ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს პროცესი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. პირველ ეტაპზე ჩვენ ბუკმეკერულ კომპანიებს შეზღუდვებს დავუწესებთ, შემდეგ კი საერთოდ დავხურავთ. პირდაპირ ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, ვინაიდან ეს სერიოზულ ძვრებს და უძრავი ქონების ბაზარზე ფასების კლებას გამოიწვევს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

Share