Home » მსოფლიო » ნიკოლ პაშინიანი სომხეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან აძევებს
ნიკოლ პაშინიანი სომხეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან აძევებს

ნიკოლ პაშინიანი სომხეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან აძევებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის პოსტზე მოსვლის შემდგომ, სომხეთში პროდუქციაზე ფასების ზრდა, ჰომოსოქსუალების გააქტიურება და მართვის ერთპიროვნული ნიშნები სახეზეა. ამის შესახებ გამომცემლობა worldandwe.com-ი წერს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პაშინიანის ხელისუფლებაში ყოფნის 100 დღის შემდგომ, ქვეყანა 50 000-მა ადამიანმა დატოვა. დღევანდელი მონაცემებით, სომხეთის მოსახლეობა ნაკლებია ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ სომხებზე. მთელ მსოფლიოში მცხოვრები სომხების რაოდენობა 11 მილიონს შეადგენს, აქედან 8 მილიონი სომხეთის საზღვრებს გარეთ ცხოვრობს, ხოლო 2 მილიონი უშუალოდ რუსეთშია გადასული საცხოვრებლად. რაც შეეხება აშშ-ს, იქ 1,5 მილიონი სომეხი ცხოვრობს, ხოლო საფრანგეთში 700 000.

სომხეთის მსგავსი მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა, რომლის მოქალაქეები მსოფლიოს გარშემო უფრო მეტნი არიან ვიდრე თავიანთ სამშობლოში. როგორც გამოცემა წერს, ნიკოლ პაშინიანი მის მიერ აღებული პოლიტიკურ-საქმიანი კურსის მიხედვით, ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.

მსგავს სიტუაციამდე სომხეთი არამხოლოდ სისხლიანმა წარსულმა, კონფლიქტებმა და ტრაგიკულმა მოვლენებმა მიიყვანა, არამედ სომხეთის ელიტური საზოგადოების საქციელებმა უახლოეს წარსულში, როდესაც ნაცვლად საერთო კეთილდღეობის მიღწევისა, გადაწყვეტილებებს საკუთარი ჯიბის სასარგებლოდ იღებდნენ.

ახალი მმართველობის პირობებში, როდესაც ხელისუფლებაში მართვის გამოცდილების არმქონე კადრები მოხვდნენ და ამავდროულად ძველი კადრების მიმართ კეთილგანწყობის არქონაც, სომხეთის მოსახლეობის კეთილდღეობას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პერსპექტივას ურტყამს. დღევანდელი მონაცემებით პროდუქტებზე ფასები 40-50%-ითაა გაზრდილი. ბევრი ოჯახი შიმშილობის ზღვარზეა.

პოლიტიკური ქმედებები ნიკოლ პაშინიანისა იწვევს განცვიფრებას სომხური დიასპორისა რუსეთში. პაშინიანმა სომხეთის პირველი და მეორე პრეზიდენტის დაკავების ბრძანება გასცა. განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ვეტერანები. ისინი სომხეთის პრემიერთან შეხვედრას და გასაუბრებას ითხოვენ.

პაშინიანის მხრიდან ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს. არც რაიმე ევროკავშირის პროგრამების ტენდენციია წინა პლანზე გამოსული. ასევე, აშშ-ის მხრიდან არ არის დაანონსებული რაიმე სერიოზული ინვესტიცია სომხეთში.

როგორც გამოცემა წერს, “სომხეთში აღინიშნება სომხური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული სისტემატური თავდასხმები. ასევე, შეინიშნება არატრადიციული ეკლესიების პოპულარიზება-პროპაგანდა. როგორც ჩანს, კავკასიაში სომხეთის სახით ახალი ცხელი კერა იქმნება აშშ-ის მიერ, რომელმაც სირიაში მარცხი განიცადა, ამიტომ ვაშინგტონი რევანშის აღებას აქ შეეცდება”.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share