Home » მსოფლიო » ნიკოლ ფაშინიანის მიერ ყარაბაღზე გაკეთებული განცხადებები აზერბაიჯანს კითხვებს უჩენს
ნიკოლ ფაშინიანის მიერ ყარაბაღზე გაკეთებული განცხადებები აზერბაიჯანს კითხვებს უჩენს

ნიკოლ ფაშინიანის მიერ ყარაბაღზე გაკეთებული განცხადებები აზერბაიჯანს კითხვებს უჩენს

სომხეთის ახალი პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებამ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ბაქოსთვის გაცილებით მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხიკმეტ გაჯიევმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

„ახალგამომცხვარი პრემიერმინისტრის პირველი განცხადებები დარეგულირებასთან დაკავშირებით უფრო მეტ კითხვას იწვევს, ვიდრე ცოდნას. ეს პირველადი გულუბრყვილობაა, საგნის არცოდნა, გამარჯვებულის ყოყოჩობა, თუ ყველაფერი ერთად აღებული? ვნახოთ“, – აღნიშნა გაჯიევმა.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, აზერბაიჯანი პროცესის დასაწყისში ამბობდა, რომ სომხეთში ჯანსაღი აზრის მქონე ძალების მოსვლის იმედი აქვს, რომელიც ფხიზლად შეაფასებს რეგიონში შექმნილ ვითარებას.

სომხეთის პრემიერმინისტრად არჩევამდე ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ყარაბაღის საკითხის დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებების გამართვის მზადყოფნა გამოთქვა იმ პირობით, თუკი მასში მონაწილეობას არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკაც მიიღებს.

 

წყარო: interpressnews.ge

Share