Home » მსოფლიო » ნიკოლ ფაშინიანი – ბავშვების სქესობრივი განათლება აუცილებელია, შუა საუკუნეებში არ ვართ
ნიკოლ ფაშინიანი - ბავშვების სქესობრივი განათლება აუცილებელია, შუა საუკუნეებში არ ვართ

ნიკოლ ფაშინიანი – ბავშვების სქესობრივი განათლება აუცილებელია, შუა საუკუნეებში არ ვართ

“ბავშვების სქესობრივი განათლება აუცილებელია, შუა საუკუნეებში არ ვართ”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა სომხეთში გამოცემული წიგნის – “ჩემი პირადი სხეული” – პრეზენტაციის მიმდინარეობისას ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ბავშვები იზრდებიან და ცხოვრების სხვა ეტაპზე გადადიან. საიდან უნდა მიიღონ ინფორმაცია, ქუჩიდან? ინტერნეტში ბავშვებისთვის აკრძალული ვიდეომასალებით? პორნო-საიტებით? წავიკითხე წიგნი და მასში უცნაური ვერაფერი ვნახე. პატივისცემით ვარ განწყობილი ადამიანების მიმართ და მზად ვარ, მათი მოსაზრება მოვისმინო, რატომ არის ეს გარყვნილება. აუცილებელია, ბავშვების სქესობრივი განათლების უზრუნველყოფა. შუა-საუკუნეებში ხომ არ ვართ? მოდის სტუმარი და ეუბნებიან ბავშვს, აბა შეაგინე. ისიც იგინება და იწყება სიცილ-ხარხარი. რატომღაც ამ ფენომენს არავინ უწოდებს გარყვნილებას”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

Share