Home » საზოგადოება » ნიკა გვარამიას ტელევიზიის მმართველები და მეწილეები ცნობილია
ნიკა გვარამიას ტელევიზიის მმართველები და მეწილეები ცნობილია

ნიკა გვარამიას ტელევიზიის მმართველები და მეწილეები ცნობილია

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელევიზიის მმართველები და პარტნიორი ცნობილია. კომპანია საჯარო რეესტრში შპს მთავარი არხის სახელითაა რეგისტრირებული.

როგორც ამონაწერიდან ირკვევა, არხის გენერალური დირექტორი და 51 პროცენტიანი წილის მფლობელი თავად გვარამია იქნება. ტელევიზიის დარჩენილი წილი (49%) კი კახაბერ ანჯაფარიძეს ეკუთვნის. მას ეკუთვნის წილი ინტერ მედია პლუსში, რომლის საქმის მასალებსაც პროკურატურა სწავლობს.

“წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში”, — წერს გვარამია Facebook-ზე.

ახალდაფუძნებული არხის კომერციული დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე იქნება, დირექტორები კი რუსთავი 2-ის ყოფილი იურისტები: თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი.

კომპანია, რომელიც დღეს შპს მთავარი არხია, მიმდინარე წლის პირველ მარტს შპს კომედი არხის სახელით არის დარეგისტრირებული. მისი მფლობელები იყვნენ გიორგი ჯაფარიძე (15%), იოსებ კურდღელია (15%), კახაბერ ანჯაფარიძე (50%) და შპს კომედი + (20%).

Share