Home » ახალი ამბები » ნიკა გვარამიას ბრალი დაუმძიმდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ნიკა გვარამიას ბრალი დაუმძიმდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ნიკა გვარამიას ბრალი დაუმძიმდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ახალი ბრალდება წარედგინება.

გენერალური პროკურატურიდან, ინფორმაციით, გვარამია ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით დღეს უწყებაშია დაბარებული.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

Share