Home » საზოგადოება » ნიკა გვარამია – პუტინისტი მეღვინეების არ გვწამს
ნიკა გვარამია - პუტინისტი მეღვინეების არ გვწამს

ნიკა გვარამია – პუტინისტი მეღვინეების არ გვწამს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გურჯაანელი და თელაველი მევენახეების პროტესტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლებმაც დღეს გომბორის გადასახვევთან აქცია გამართეს და „რუსთავი 2“-ის შენობასთან მისვლასაც აპირებენ.

„მოდიან სახელისუფლებო მეღვინეები რ2ის წინ საპროტესტოდ! ყოჩაღ ქართული სულის დამცველებო, ბიძინას მსახურებაში არ ამოგხდეთ ეგ სული, ოღონდ!

და მთავარი: ღვინოში და ყველა პროდუქტში ჩაგიფსით ყველას, ვინც რუსეთის ბაზარზე თქვენი ხეირისთვის ქვეყნის ინტერესების გამყიდველ რეჟიმს დაუჭერთ მხარს და პუტინის სიკეთესბზე ამოგდით მზე და მთვარე! აი ასე, და კიდევ ათასგზის! პუტინისტი მეღვინეების არ გვწამს!“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქში“.

თელავისა და გურჯაანის მცხოვრებლები „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ ეთერში ღვინის შესახებ გამონათქვამს აპროტესტებენ. მათი თქმით, გვარამიამ შეურაცხყოფა მიაყენა კახეთს და ქართულ ღვინოს. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.

Share