Home » მსოფლიო » ნიდერლანდებში რესტორნებში მოსაწევი ადგილების გამოყოფა სასამართლომ აკრძალა
ნიდერლანდებში რესტორნებში მოსაწევი ადგილების გამოყოფა სასამართლომ აკრძალა

ნიდერლანდებში რესტორნებში მოსაწევი ადგილების გამოყოფა სასამართლომ აკრძალა

ნიდერლანდების სასამართლომ ბარებსა და რესტორნებში მოსაწევი ადგილების აკრძალვის შესახებ მოწევის მოწინააღმდეგე აქტივისტების საჩივარი დააკმაყოფილა.

2008 წელს მიღებული კანონის მიხედვით, ნიდერლანდებში ბარებსა და რესტორნებში მოწევა აკრძალულია, თუმცა მცირე ზომის კაფეებისა და რესტორნების 25 პროცენტში ამ დრომდე აქვთ გამოყოფილი სპეციალური მოსაწევი ადგილები.

ჰააგის სასამართლომ აღიარა, რომ მსგავსი ადგილები კონფლიქტში მოდის თამბაქოს მოხმარების რეგულაციის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კონვენციასთან, რომელსაც ნიდერლანდებმა ხელი მოაწერა და ძალაში 2005 წელს შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, როდიდან დაიხურება სპეციალური მოსაწევი ადგილები. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია.

Share