Home » ახალი ამბები » “ნენსკრა ჰიდროს” მოწვევით ჭუბერის, ყარისა და ნაკრას სკოლებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ეწვია
"ნენსკრა ჰიდროს" მოწვევით ჭუბერის, ყარისა და ნაკრას სკოლებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ეწვია

“ნენსკრა ჰიდროს” მოწვევით ჭუბერის, ყარისა და ნაკრას სკოლებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ეწვია

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი • Equilibrium-ს ფარგლებში, “ნენსკრა ჰიდროს” მოწვევით, ჭუბერის, ყარისა და ნაკრას სკოლებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენრალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ეწვია.

„მოძრაობა ეკვილიბრიუმი გულისხმობს სოფლების ბიბლიოთეკებში წიგნებისა და რიგ შემთხვევებში, კომპიუტერების ჩატანას. ამჟამად ჩამოვედით ჭუბერსა და ნაკრაში, და სამ სკოლაში დავარიგეთ 100-100 წიგნი; ძირითადად საბავშვო ლიტერატურა, სათავგადასავლო ჟანრის წიგნები და სამეცნიერო ლიტერატურა.

მე მგონია წიგნიერება განმსაზღვრელი ამბავია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემი აზრით, მასზე უნდა იდგეს ყველაფერი, იქნება ეს ეკონომიკური წინსვლა, სოციალური უსამართლობის აღმოფხვრა თუ სხვა.

აქ ძალიან თბილად შეგვხვდნენ, დიდი სიხარულით და გვინდა, რომ ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდეს.“ – განაცხადა გიორგი კეკელიძემ ჭუბერის, ყარისა და ნაკრას სკოლებში სტუმრობისას.

Share