Home » ახალი ამბები » “ნენსკრა ჰიდრო” სამშენებლო ტერიტორიებზე ხმაურის დონის მონიტორინგს ახორციელებს
“ნენსკრა ჰიდრო” სამშენებლო ტერიტორიებზე ხმაურის დონის მონიტორინგს ახორციელებს

“ნენსკრა ჰიდრო” სამშენებლო ტერიტორიებზე ხმაურის დონის მონიტორინგს ახორციელებს

“ნენსკრა ჰიდრო” მშენებლობის ეტაპზე მთელ რიგ გარემოსდაცვით ღონისძიებებს ახორციელებს, რომელთა მთავარ მიზანს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაზე ზემოქმედების შემცირება და გარემოსთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება წარმოადგენს.

ერთ-ერთი გარემოსდაცვითი მონიტორინგი, რომელსაც კომპანია მშენებლობის ეტაპზე რეგურალურად აწარმოებს, ხმაურის დონის კვლევაა. იგი გულისხმობს დღისა და ღამის საათებში ხმაურის დონის მონიტორინგს სამშენებლო ტერიტორიებზე, რომლებიც ახლოსაა დასახლებულ პუნქტებთან, რათა სამშენებლო მოედნებიდან ზღვრულად დასაშვებზე მეტი ხმაურის გავრცელება არ მოხდეს.

გარემოსდაცვითი გუნდი შესაბამისი მოწყობილობით ყოველკვირეულად აღწერს და ზომავს ხმაურის დონეს. კომპანია ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას და სურვილისამებრ ყველა გარემოსდაცვით ღონისძიებაში ჩართულობას უზრუნველყოფს.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს რეალობაში სტრატეგიული მნიშვნელობის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის – ნენსკრა ჰესის მშენებლობას გულისხმობს.
პროექტს ახორციელებს სს «ნენსკრა ჰიდრო», რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის – K-Water-ისა (ინვესტორი) და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა.

280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ხორციელდება ე.წ. BOT (Build-Operate-Transfer) სქემით, რომელიც ჰესის ექსპლუატაციაში შესვლიდან 36 წელიწადში მის საქართველოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს წარმატებული მომავლისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისა და ადგილობრივი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს.

Share