Home » მსოფლიო » ნაზარბაევი – ჩემთვის, როგორც ადამინისთვის, ასტანისათვის ნურსულთანის დარქმევა სასიამოვნო ფაქტია
ნაზარბაევი - ჩემთვის, როგორც ადამინისთვის, ასტანისათვის ნურსულთანის დარქმევა სასიამოვნო ფაქტია

ნაზარბაევი – ჩემთვის, როგორც ადამინისთვის, ასტანისათვის ნურსულთანის დარქმევა სასიამოვნო ფაქტია

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი ეწოდება.

„ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქს ასტანას დაერქვას სახელი ნურსულთანი“, – ნათქვამია განკარგულებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განკარგულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

ექსპრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც ადამიანისთვის, ეს ფაქტი სასიამოვნოა.

„ამასთან დაკავშირებით მე ბევრჯერ განმიცხადებია. ითვლება, რომ ყველაფრის ბრძანებას მე გავცემ იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ყველგან ეწეროს “ნურ” ან “ნურლი”. და, აი პარლამენტმა გადაწყვიტა ყაზახეთის დედაქალაქს ჩემი სახელი დაარქვან. მე ასეთი მითითება არავისთვის მიმიცია. ჩემთვის, როგორც ადამინისთვის, ეს ფაქტი სასიამოვნოა. პარლამენტი არის დამოუკიდებელი. მათ აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც დაკავშირებული იქნება სახელის შეცვლასთან ქალაქის ან ნებისმიერი დასახლებულ პუნქთან, ჩვენ გადავწყვეტთ იმის მიხედვით, თუ რა არის აუცილებელი და რა სჭირდება ქვეყანას“, – განაცხადა ნაზარბაევმა.

სანდრო პირველი

ru.sputniknews.kz

Share