Home » ბიზნესი » ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: საწვავის ფასი შემცირდება
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: საწვავის ფასი შემცირდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: საწვავის ფასი შემცირდება

საწვავის ფასის შემცირებასთან დაკავშირებით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, „S&P Global Platts“- ის მიხედვით, ბოლო პერიოდში შემცირებულია გლობალურ ბაზრებზე როგორც ნავთობის ფასი, ასევე ნავთობპროდუქტების ფასი. შესაბამისად, ამ ტენდენციების ასახვა, დროის გარკვეულ პერიოდში, საქართველოს საცალო ქსელზეც აუცილებლად მოხდება.

“ეს დამოკიდებულია იმ პროცესთან, რომელიც უკავშირდება საქართველოში დაბალფასიანი პროდუქციის იმპორტსა და ადრე შედარებით მაღალ ფასად შეძენილი პროდუქციის მისით ჩანაცვლებას. ჩანაცვლების პროცესი მიმდინარე პერიოდში შეიძლება დროში გაიწელოს საწვავის მოხმარების შემცირებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია სეზონურობასთან (წლის ამ პერიოდში საწვავის მოხმარება შედარებით მცირდება ზაფხულის პერიოდთან შედარებით). ამ პროცესის ასახვა ჩვენს საცალო ქსელში არსებულ საწვავის ფასებზე უკვე მოხდა. კერძოდ, საწვავის ფასი მიმდინარე ეტაპზე შემცირდა საშუალოდ 5-7 თეთრით ლიტრაზე, ფასის შემცირება მომავალშიც გაგრძელდება” – ნათქვამია განცხადებაში.

Share